იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები დანიაში
იერსახე
2015 წლის მონაცემებით დანიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1007 (2015 წ.) ძეგლია შეტანილი. მათ შორის 0,7 % დანიის ძეგლებია. მათგან 5 კულტურული ძეგლია, ხოლო 2 — ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა.
ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
| # | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | შექმნის თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ელინგეს ქვები (დან. Jelling Højene, Runestene og Kirke) | ელინგი სამხრეთ დანია | X საუკუნე | 1994 | 697 | iii | |
| 2 | კრონბორგი (დან. Kronborg) | ჰელსინგერი დედაქალაქის ოლქი | 1420 | 2000 | 696 | iv | |
| 3 | როსკილეს კათედრალი (დან. Roskilde Domkirke) | როსკილე ზელანდია | 1170—1280 | 1995 | 695 | ii, iv | |
| 4 | ილულისატი (დან. Ilulissat Isfjord) | ილულისატი კაასუიტსუპი გრენლანდია | — | 2004 | 1149 | vii, viii | |
| 5 | სტევნს-კლინტი (დან. Stevns Klint) | ზელანდიის რეგიონი | — | 2014 | 1416 | viii | |
| 6 | კრისტიანსფელდი (დან. Christiansfeld) | სამხრეთ დანიის რეგიონი | — | 2015 | 1468 | iii, iv | |
| 7 | ჩრდილოეთ ზელანდიის სამონადირეო ლანდშაფტი (დან. Parforcejagtlandskabet i Nordsjælland) | დედაქალაქის რეგიონი | — | 2015 | 1469 | ii, iv |
ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]