როზა ტორეს გონსალესი
მარია როზა ტორე გონსალესი ესპ. María Rosa Torre González | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო 1890 მერიდა, მექსიკა |
გარდაცვალების თარიღი | 13 თებერვალი, 1973 (82 წლის) |
მოქალაქეობა | მექსიკა |
საქმიანობა |
პედაგოგი, პოლიტიკოსი ქალთა მოძრაობის აქტივისტი |
მარია როზა ტორე გონსალესი (ესპ. María Rosa Torre González; 30 აგვისტო, 1890, მერიდა, იუკატანი, მექსიკა— 13 თებერვალი, 1973, მეხიკო) — მექსიკელი პოლიტიკოსი და მასწავლებელი. პირველი ქალი მექსიკაში, რომელმაც არჩეული თანამდებობა დაიკავა.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია როზა ტორე გონსალესი დაიბადა 1890 წლის 30 აგვისტოს. მისი დედა იყო სოფია ტორე, ხოლო მისი ბებია და ბაბუა — პაულა გონსალესი და გრეგორიო ტორე, რომელთა გვარებსაც ის იყენებდა საკუთარი "უკანონოდ დაბადებული ბავშვის" სტატუსის დასაფარად. სწავლობდა გოგონების ლიტერატურულ ინსტიტუტში. სასწავლებელს ხელმძღვანელობდა რიტა სეტინა გუტიერესი, ნოვატორი მასწავლებელი, რომელიც უარს ამბობდა გოგონებისთვის მხოლოდ ყოველდღიური უნარების სწავლებაზე, ნაცვლად ამისა, ასწავლიდა მოწინავე ფემინისტურ იდეებს. ასევე მისი სასწავლო პროგრამა მოიცავდა ასტრონომიას, კონსტიტუციურ სამართალს, გეომეტრიას, გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას.
მექსიკის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1910 წელს ტორემ მუშაობა დაიწყო ქალთა სკოლაში სანტა ანას კოლონიაში. ოთხი წლის შემდეგ იგი გადავიდა საშუალო სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში და იქ მუშაობდა 1917 წლამდე..
14 წლის ასაკში, 1910 წელს, ტორე შეუერთდა ფრანსისკო მადეროს მომხრეებს, როგორც აგიტატორი. მადეროს მკვლელობის შემდეგ, 1913 წელს იგი მონაწილეობდა გადატრიალების ლიდერის ვიქტორიანო უერტას წინააღმდეგ ჯაშუშობაში. როდესაც ვენუსტიანო კარანზამ მიიღო უერტას თანხმობა გადადგომაზე და გაგზავნა სალვადორ ალვარადო იუკატანში აჯანყების ჩასახშობად, ტორე მსახურობდა მედდად ალვარადოს ჯარში. 1915 წლის მარტისთვის ალვარადოს ჯარებმა აიღეს ქალაქი მერიდა და ტორე ჩვეულებრივ სკოლაში შევიდა.
ფემინისტური მოძრაობის პიონერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1916 წელს ალვარადომ თავისი „სოციალისტური რეჟიმის“ ფარგლებში მოითხოვა ქალთა კონგრესის მოწვევა. ტორე გაემგზავრა აკინჩში, ტემაქსსა და მოთულში, რათა იქიდან უფრო კვალიფიციური წევრები მიეწვია. 1916 წლის იანვარში გაიმართა პირველი ფემინისტური კონგრესი (Primer Congreso Feminista), რომელზეც განიხილეს შემდეგი თემები: განათლება, მათ შორის სექსუალური განათლება; რელიგიური ფანატიზმი; სამართლებრივი უფლებები და რეფორმები; თანაბარი დასაქმების შესაძლებლობები; ინტელექტუალური თანასწორობა. ტორე ხელმძღვანელობდა მეორე კონგრესს, რომელიც გაიმართა იმავე წლის ბოლოს.
1919 წელს ტორე დაეხმარა ელვია კარილო პუერტოს რიტა სეტინა გუტიერესის ლიგის დაარსებაში. ჯგუფი „ხელმძღვანელობდა პროსტიტუციის, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ცრურწმენების წინააღმდეგ კამპანიებს“, საგანმანათლებლო საუბრებს შობადობის კონტროლის, ბავშვის მოვლის, ეკონომიკისა და ჰიგიენის შესახებ. ისინი ასევე ამოწმებდნენ საავადმყოფოებს და სკოლებს. მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ბავშვთა სახლის შექმნაში. ელვიასთან თანამშრომლობით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტორემ ჩამოაყალიბა 45-ზე მეტი ფემინისტური გაერთიანება (ლიგა) და ორგანიზება გაუწია 5500-ზე მეტი წევრით დაკომპლექტებულ პროფკავშირებს.[3][4]
ქალის პირველი გამარჯვება არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წელს, გუბერნატორ ფელიპე კარილიოს მოწოდებით, ელვია კარილო პუერტომ მოუწოდა შტატის საკანონმდებლო ორგანოს, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცათ და აერჩიათ თანამდებობებზე. ტორემ კენჭი იყარა მერიდას საქალაქო საბჭოში და გაიმარჯვა, იგი გახდა პირველი ქალი მექსიკაში, რომელმაც არჩეული თანამდებობა დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდა კარილო პუერტოს მკვლელობის შემდეგ, მაგრამ ტორე ამაყობდა თავისი მიღწევებით და იცოდა, რომ მისი მაგალითი სხვა ქალებისთვის სტიმულის მიმცემი გახდებოდა.[5][6][7]
შემდგომი საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტორე დაესწრო ქალთა პირველ ინტერამერიკულ კონგრესს (Primer Congreso Interamericano de Mujeres), რომელიც გაიმართა 1947 წლის 27 აგვისტოს გვატემალაში. კონგრესის მიზანს წარმოადგენდა განეხილათ კაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის მიღწევის გზები, ასევე საყოველთაო ხმის უფლება ამერიკის ყველა ქვეყანაში. ტორეს თან ახლდა ჯუდიტ ჰორკასიტას დე ფორგერავი, რომელიც წარმოადგენდა მექსიკელ ქალთა სამთავრობო სამსახურს, ემილია ლოიოლა, მეხიკოს მასწავლებლების წარმომადგენელი და ელენა სანჩეს ვალენზუელა, კოაუილას განათლების მდივანი.[8][9]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია როზა ტორე გონსალესს არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა მეხიკოში 1973 წლის 13 თებერვალს მარტოობაში.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gómez Chacón, Gaspar; Canto Mayén, Emiliano (2016). "Rosa Torre González (1890-1973)". Por Esto! (in Spanish). Mérida, Yucatán, Mexico. Archived from the original on 29 November 2017. Retrieved 29 November 2017.
- ↑ Machuca, Graciela (19 November 2013). "Mujeres precursoras revolucionarias. Rita Cetina: Y la discriminación feminista" (in Spanish). Quintana Roo, Mexico: Noticaribe. Retrieved 21 March 2015.
- ↑ Machuca, Graciela (19 November 2013). "Mujeres precursoras revolucionarias. Rita Cetina: Y la discriminación feminista" (ესპ.). Quintana Roo, Mexico: Noticaribe. Retrieved 21 March 2015.
- ↑ Ramirez Salgado, Raquel (5 July 2012). "About Rita Cetina Gutierrez, symbolic mother of feminism in Yucatan" (ესპ). Distintas Latitudes. Retrieved 21 March 2015.
- ↑ Servantes, Erika (20 May 2003). "Derechos políticos femeninos, una lucha de más de un siglo" (ესპ). Distrito Federal, Mexico: Cimac Noticias. Retrieved 22 March 2015.
- ↑ Lara Salazar, Óscar (19 February 2012) Así murió el general Alvarado La Voz del Norte.Retrieved 22 February 2015 (ესპ.)
- ↑ Torre González, Rosa (Fall 2004). "Mi actuación en el H. Ayuntamiento de Mérida en el año de 1923". Revista de la Universidad Autónoma de Yucatán (in Spanish) (230): 3–9. Retrieved 22 March 2015.
- ↑ Foppa, Alaide; de Aguilar, Helene F. (Autumn 1979). "Women in Latin America: The First Feminist Congress in Mexico, 1916 Signs. Chicago, Illinois: The University of Chicago Press. 5 (1): 192–199. doi:10.1086/493701. JSTOR 3173552.
- ↑ lores Asturias, Ricardo (6 June 2011). "Las Mujeres no Votan Porque Sí: Congreso Interamericano de Mujeres, 1947". Politica y Sentido Comun (ესპ). Guatemala City, Guatemala: Ricardo Flores Asturias. Retrieved 19 June 2015.
- ↑ Peniche, Susy. "Conociendo a Rosa Torre González, la primera mujer electa en México, 1923.a".