როვშან მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როვშან მამედოვი
„აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის“ დახურული სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2019
წინამორბედიარიფ ალიშანოვი

დაბადებული15 ივნისი, 1979 (1979-06-15) (44 წლის)
აღსთაფის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ
შვილები2
განათლება
პროფესიაჟურნალისტი
ჯილდოებიპროგრესი (მედალი)[1]

როვშან მამედოვი (აზერ. Rövşən Raqif oğlu Məmmədov; დ. 15 ივნისი, 1979, აღსთაფის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ)[2] – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, „აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის“ დახურული სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე.[3]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როვშან მამედოვი დაიბადა 1979 წლის 15 ივნისს, აზერბაიჯანის ქალაქ აღსთაფაში. 1985–1996 წლებში სწავლობდა სუმგაითის №24 საშუალო სკოლაში. მამედოვმა 1996 წელს ჩააბარა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს დაამთავრა. 2000 წლიდან სწავლობდა ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრაზე, რომელიც 2002 წელს დაამთავრა მაგისტრის ხარისხით. 2003–2006 წლებში მამედოვი სწავლობდა ამავე ფაკულტეტის ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის კათედრაზე და მიიღო ასპირანტურის ხარისხი. 2009–2016 წლებში სწავლობდა ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის კათედრაზე. 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზერბაიჯანის დიასპორის პრესა და ეროვნული იდეოლოგია ევროპაში (გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ინგლისი) დამოუკიდებლობის პერიოდში“ და მიიღო ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როვშან მამედოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა Lider TV- ში და დაიწყო თავისი კარიერა როგორც სპორტის კორესპოდენტად. მოგვიანებით მუშაობდა რეპორტიორად და სპორტის კომენტატორად. 2010 წელს იყო „Lider TV“-ის სპორტის განყოფილების უფროსი. როვშან მამედოვი დაშორდა „Lider TV“-ს 2015 წელს და განაგრძო საქმიანობა პოლიტიკურ სფეროში.[2]

მამედოვმა დაიწყო მუშაობა „AzTV“-ზე. მოგვიანებით დაინიშნა აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის „სოციალურ-პოლიტიკური პროგრამებისა და უცხოური ახალი ამბების სტუდიის“ დირექტორად.[4] 2019 წლის 15 იანვარს იგი დაინიშნა იმავე კომპანიის თავმჯდომარედ.[5]

ლექტორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როვშან მამედოვი მუშაობდა ლექტორად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მმართველობის აკადემიაში, ბაქოს ევრაზიის უნივერსიტეტისა და ბაქოს სლავური უნივერსიტეტიში. ის აგრეთვე არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.[6]

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როვშან მამედოვის პირველი სამეცნიერო წიგნი, აზერბაიჯანული დიასპორა და ეროვნული პრესა, გამოქვეყნდა 2004 წელს. 2013 წელს მან გამოაქვეყნა წიგნები: აზერბაიჯანული დიასპორა ევროპაში და წამყვანი ჟურნალისტი . მას დაწერილი აქვს ათობით სამეცნიერო სტატია აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონფერენციებში.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიური აზერბაიჯანულის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. იგი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.[6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aliyev, Ilham. (20 July 2015) Azərbaycan Respublikasının kütləvi informasiya vasitələri nümayəndələrinin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. Presidential Administration of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 1 January 2021
  2. 2.0 2.1 Nigar. (15 January 2019) İdman müxbirliyindən televiziya rəhbərliyinə - AzTV kimə tapşırıldı? az. BakuPost. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 1 January 2021
  3. Rövşən Raqifoğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-18. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  4. 4.0 4.1 4.2 Guliyeva, Kamala. (4 September 2019) Rövşən Məmmədov AzTV-yə sədr təyin olunub - SƏRƏNCAM az. Azeri Press Agency. ციტირების თარიღი: 1 January 2021
  5. AzTV-də İbrahim Məmmədovun yerinə təyinat az. Baku.ws (15 January 2020). ციტირების თარიღი: 1 January 2021
  6. 6.0 6.1 AzTV-nin yeni sədri kimdir? - DOSYE az. Azeri Press Agency (4 September 2019). ციტირების თარიღი: 1 January 2021