როდ-აილენდი (ქათამი)
იერსახე
როდ-აილენდი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
როდ-აილენდი (წითელი) | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Rhode Island | |||||||||
|
როდ-აილენდი (Rhode Island), მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია აშშ-ში, მასაჩუსეტსისა და როდ-აილენდის შტატებში, ადგილობრივი ქათმების შეჯვარებით შანხაის ჩალისფერ და მალაის წითელ-მურა მამლებთან. მიღებულ ნაჯვარს აჯვარებდნენ მუშა ლეგჰორნებთან. აქვს წითელ-მურა ბუმბული, მოშავო-მომწვანო ბოლო. მამალი იწონის 3,4-3,5 კგ, დედალი 2,4-2,6 კგ. მეკვერცხულობა 170-180 ცალი, ცალკეული ხაზებისა — 210-215. კვერცხდებას 6-7 თვისა. კვერცხი იწონის 65-70 გ. როდ-აილენდი გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, დანიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში შემოიყვანეს 1927 წელს. ადგილობრივი ქათმის ჯიშების გაუმჯობესებაში როდ-აილენდის ქათამმა ყველაზე დიდი როლი შეასრულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოზაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 419.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „როდ-აილენდი (ქათამი)“ ვიკისაწყობში.