შინაარსზე გადასვლა

როგორ მოვიპაროთ მილიონი (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„როგორ მოვიპაროთ მილიონი“

ოდრი ჰეპბენრი და ჰიუ გრიფიტი
ჟანრი კინოკომედია
რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი ფრედ კოლმარი
სცენარის ავტორი ჯორჯ ბრედშოუ, ჰარი კუნრიტცი
როლებში ოდრი ჰეპბერნი, პიტერ ო’ტული, ჰიუ გრიფიტი, ილაი უოლაკი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი ჩარლზ ლენგი
სტუდია 20th Century Studios
გამოსვლის თარიღი
  • 13 ივლისი, 1966 (1966-07-13)
ხანგრძლივობა 123 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 6,4 მილიონი
შემოსავალი $ 4,4 მილიონი

როგორ მოვიპაროთ მილიონი (ინგლ. How to Steal a Million) - 1966 წელს გამოსული ამერიკული კინოკომედია, გადაღებული უილიამ უაილერის მიერ. მთავარ როლებში პიტერ ო’ტული და ოდრი ჰეპბერნი.

მოქმედება ვითარდება პარიზში 1960-იან წლებში. შარლ ბონე, ნიჭიერი მხატვარი, რომელიც ცნობილი ინპრესიონისტების ნამუშევრების ასლებს ხატავს და როგორც ორიგინალებს, კერძო კოლექციონერებზე ძვირად ყიდის. სახლში ინახავს მამამისის დამზადებულ შიშველი ვენერას პატარა ქანდაკებას, რომელსაც იტალიელი სკულპტორის ბენვენუტო ჩელინის ნამუშევრად ასაღებს. ერთხელ ხელოვნების გალერია „ კლებერ-ლაფაიეტი“ შესთავაზებს რომ ქანდაკება მათთან გამოფენაზე აჩვენონ. შარლის შვილი ნიკოლი (ოდრი ჰეპბერნი) მამამისს ურჩევს რომ თავი შეიკავოს ასეთი შეთავაზებისგან, რადგანაც შეიძლება აფიორას მიუხვდნენ და დაიჭირონ. თუმც შარლი არ დაუჯერებს და „ვენერას“ დიდი დაცვის თანხლებით გამოფენაზე წაიღებენ. შუა ღამით ნიკოლი სახლში უცხო ადამიანს (პიტერ ო’ტული) აღმოაჩენს, რომელიც ვან-გოგის ნახატს მცირე დეტალს აჭრის. ნიკოლს იგი ქურდი ეგონება და ძველი დამბაჩით შემთხვევით მხარში მსუბუქად დაჭრის. მამამისის ავანტურის გახმაურების შიშით ნიკოლი პოლიციას არ გამოუძახებს, დაჭრილს თვითონ უმკურნალებს და სადაც ცხოვრობს, სასტუმრო „რიცშიც“ მიიყვანს. გამოფენაზე ვენერას ნახვით მოიხიბლება ამერიკელი ოლიგარქი და კოლექციონერი დევიდ ლილანდი (ილაი უოლაკი) და მის ხელში ჩაგდებას მოინდომებს. ამისთვის იგი მფლობელის ქალიშვილს, ნიკოლს დაუხლოვდება, ხელს თხოვს და დიდ ბრილიანტის ბეჭედსაც აჩუქებს. მეორე დილას ბონეს სახლში მუზეუმის წარმომადგენელი მივა და “ვენერას“ მილიონი დოლარით დაზღვევაზე მოაწერინებს ხელს, წასვლისას კი დასძენს რომ ორ დღეში ქანდაკებას ფორმალურად ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ. შარლი მიხვდება რომ გაება, ექსპერტიზა მის აფერისტობას გამოაშკარავებს და ქვეყნიდან გაქცევას გადაწყვეტს. ნიკოლს იდეა მოუვა და სასტუმრო „რიცში“ გაიქცევა, რათა მის სახლში შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს „ვენერას“ მოპარვა შეუკვეთოს. ნიკოლს იგი ქურდი გონია, თუმცა სინამდვილეში დეტექტივი საიმონ დეტმონტია, რომელიც გაყალბებული ხელოვნების ნიმუშების გამოვლენითაა დაკავებული. საიმონს შეუყვარდება ნიკოლი და ქურდობას დათანხმდება. ღამით,საიმონი და ნიკოლი საიმედო სიგზანილიზაციით დაცულ ქანდაკებას მოიპარავენ. ლილანდი კვლავ ვერ მოისვენებს და ქურდებზე გასვლას მოინდომებს, რათა შედევრი მიყიდონ. საიმონი დაპირდება ქანდაკებას, ერთი პირობით, თუ ამას საიდუმლოდ შეინახავს და დანიშნულ ნიკოლს შეეშვება. ლოლანდი მიიღებს „ვენერას“ და ამერიკაში წავა. საიმონი გამოუტყდება ბონეს თუ ვინც არის და ამ აფერისტული საქმის შეწყვეტას ურჩევს. შემდეგ ნიკოლზე იქორწინებს და საქორწინო მოგზაურობში გაემგზავრებიან, ბონეს სახლს კი მორიგი კოლექციონერი მიადგება.

მსახიობი როლი
ოდრი ჰეპბერნი ნიკოლ ბონე
ჰიუ გრიფიტი შარლ ბონე
პიტერ ო’ტული საიმონ დერმონდი
ილაი უოლაკი დევიდ ლილანდი
შარლ ბუაიე დე სოლნი
ფერჰაჰ გრავე გრამონ
მარსელ დალიო სენიორ პარავიდეო
Writers Guild of America 1967 საუკეთესო ამერიკული კომედია ჰარი კუნრიტცი ნომინაცია

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ფილმი 1970-იანებში სსრკ-ში ჩაიტანეს, ყაზახეთის სსრ-ში, ქალაქ ყარაგანდაში ყველა აფიშას მინაწერი გაუკეთეს - ფილმის სათაურს, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ მიუწერეს „ჰკითხეთ სკკპ ცკ-ს“. რაც დაკავშირებული იყო იმ დროს სსრკ-ში მიმდინარე ბეწვეულის მაფიის საქმესთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]