შინაარსზე გადასვლა

ილაი უოლაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილაი უოლაკი
დაბადების სახელი ილაი ჰერშელ უოლაკი
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1915
ბრუკლინი, ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 24 ივნისი, 2014 (98 წლის)
ნიუ-იორკი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი University of Texas at Austin, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი, ერასმუსის უმაღლესი სკოლა, Neighborhood Playhouse School of the Theatre, University of Texas at Austin და ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1945-2010
შვილ(ებ)ი Roberta Wallach, Peter Wallach და Katherine Wallach

ილაი უოლაკი (ინგლ. Eli Wallach; დ. 7 დეკემბერი, 1915, ბრუკლინი — გ. 24 ივნისი, 2014, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. უოლაკის კინოკარიერა დაიწყო ელია კაზანის ფილმში „თოჯინა“. უოლაკმა კარიერის მანძილზე არაერთი ბოროტი გმირის სახე შექმნა. სახელი გაითქვა სერჯო ლეონეს ფილმით „კარგი, ცუდი და ბოროტი”, აგრეთვე ჯონ სტარჯესის ვესტერნით „შესანიშნავი შვიდეული”. კინოში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს უოლაკმა საპატიო ოსკარი მიიღო და გახდა ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1956 თოჯინა Baby Dollსილვა ვაკარო
1960 შესანიშნავი შვიდეული The Magnificent Sevenკალვერა
1966 როგორ მოვიპაროთ მილიონი How to Steal a Millionდევის ლელანდი
1966 კარგი, ცუდი და ბოროტი The Good, the Bad and the Uglyტუკო
1969 მაკკენას ოქრო Mackenna's Goldბენ ბეიკერი
1977 დომინოს პრინციპი The Domino Principle გენერალი რესერი
1990 ნათლია III The Godfather Part III დონ ალტობელო
2003 მდინარე მისტიკი Mystic River მისტერ ლუნი
2010 უსახელო მწერალი The Ghost Writer მოხუცი კაცი მართას ვენახში
2010 უოლ-სტრიტი: ფულს არასდროს სძინავს Wall Street: Money Never Sleeps ჯულიუს სტეინჰარდტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: