შინაარსზე გადასვლა

რობინ სოდერლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობინ სოდერლინგი

სოდერლინგი აშშ-ის ღია პირველობაზე 2010 წელს
სრული სახელი რობინ ბო კარლ სოდერლინგი
მშობლიური სახელი Robin Bo Carl Söderling
ქვეყანა (სპორტი) შვედეთის დროშა შვედეთი
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 14 აგვისტო, 1984 (1984-08-14) (40 წლის)
ტიბრო, შვედეთი
სიმაღლე 193 სმ.
პროფესიონალი 2001
კარიერა დაასრულა ივლისი 2011 (უკანასკნელი მატჩი)
23 დეკემბერი, 2015 (ოფიციალურად)
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 10,423,124 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 310–170 (64.58%)
ტიტულები კარიერაში 10
უმაღლესი რეიტინგი მე-4 (15 ნოემბერი, 2010)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 4რ (2011)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2009, 2010)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (2010)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2009, 2010)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2009)
ოლიმპიური თამაშები 1რ (2004, 2008)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 33–43 (43.42%)
ტიტულები კარიერაში 1
უმაღლესი რეიტინგი 109-ე (9 მაისი, 2009)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2004)
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2004, 2006, 2008)
უიმბლდონი 2რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2004, 2005)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი ნახევარფინალი (2007)
ბოლოს განახლდა: 11 იანვარი 2018.

რობინ ბო კარლ სოდერლინგი (შვედ. Robin Bo Carl Söderling; დ. 14 აგვისტო, 1984, ტიბრო, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი.

სოდერლინგმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 10 ტურნირი მოიგო, აქედან ერთი მასტერსი. 10 ტურნირიდან 7, შვედმა დახურულ ჰარდ კორტებზე და ხალიჩის საფარის სწრაფ კორტებზე მოიგო, თუმცა დიდი სლემის ტურნირებზე მან საუკეთესო შედეგები თიხის ნელ საფარზე აჩვენა. იგი ორჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში – 2009[1] და 2010[2] წლებში, სოდერლინგმა საფრანგეთის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩებში ითამაშა, თუმცა ორჯერვე დამარცხდა. 2009 წლის საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში, მან რაფაელ ნადალი 4 სეტში დაამარცხა[3] და გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ესპანელის დამარცხება შეძლო (სოდერლინგის გარდა, ნადალი საფრანგეთის ღია პირველობაზე მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამარცხა).

შვედმა კარიერაში უკანასკნელი მატჩი 2011 წელს გამართა როდესაც იგი 26 წლის იყო. კარიერის ნაადრევად დასრულება განაპირობა ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებამ. ოფიციალურად მან კარიერა 2015 წელს დაასრულა[4].

სტატისტიკა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 2 (0–2)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2009 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 1–6, 6–7(1–7), 4–6
მარცხი 2010 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ესპანეთის დროშა რაფაელ ნადალი 4–6, 2–6, 4–6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Federer claims historic Paris win“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2017.
  2. „Inspired Rafael Nadal powers to fifth French Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
  3. „Champion Nadal falls to Soderling“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
  4. „Robin Soderling: Swede retires from tennis after glandular fever“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.