რობინზონ კრუზოს კუნძული
იერსახე
რობინზონ კრუზოს კუნძული (ესპ. Isla Róbinson Crusoe) — კუნძული წყნარ ოკეანეში, ჩილეს კუთვნილი ხუან-ფერნანდესის არქიპელაგის უდიდესი კუნძული. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სანაპიროდან 674 კმ-ის დაშორებით.
სწორედ ამ კუნძულზე, 1704 წელს (ამ დროისთვის ჯერ კიდევ უკაცრიელი) გადმოსვეს შოტლანდიელი მეზღვაური ალეხანდრო სელკირკი, რომელმაც აქ მარტოობაში 4 წელი გაატარა. ამ ფაქტმა შთააგონა დანიელ დეფოს ცნობილი ნოველა „რობინზონ კრუზოს“ დაწერა.
კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 500–600 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ აქ არსებულ ერთადერთ დასახლებულ პუნქტში, სოფელ სან-ხუან-ბაუტისტაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1]
- რობინზონ კრუზოს კუნძულის თანამგზავრული ფოტოები დაარქივებული 2010-09-18 საიტზე Wayback Machine.
- კუნძულის დეტალური რუკა
- კუნძულის ფოტო-გალერეა, ფლორა და ფაუნა დაარქივებული 2008-12-10 საიტზე Wayback Machine.