რობერტ გურჩიანი
რობერტ გურჩიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 თებერვალი, 1937 (87 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ბიოლოგი |
რობერტ გურჩიანი (დ. 22 თებერვალი, 1937, ეცერი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ იგი მალე დააწინაურეს და გადაიყვანეს უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1975 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მას სადისერტაციო კომისიამ ერთხმად მიანიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1980 წელს დაინიშნა ლენინგორის რაიონის სატყეო მეურნეობის დირექტორად, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს გორის სატყეო-საჩვენებელი მეურნეობის დირექტორის თანამდებობაზე. 1983 წლიდან ხუთი წელი ხელმძღვანელობდა გორის რაიონის ქვეშის სანერგე მეურნეობას, 1987-2006 წლებში დააწინაურეს და დანიშნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კარანტინის უფროსად, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. ბიოლოგიურ მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს კაზაკთა კავშირის გენერალ-მაიორი, სოფლის მეურნეობის კვალიფიციური სპეციალისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვანეთი და სვანები/ ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი, თბ., 2014, გვ. 158