რიფსიმე სიმონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიფსიმე სიმონიანი
Հռիփսիմե Սիմոնյան
Stamp of Armenia b1.jpg
სომხური მარკა
დაიბადა 2 იანვარი, 1916
დაბადების ადგილი ყარსი
გარდაიცვალა 28 სექტემბერი, 1998 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი, სომხეთი
ეროვნება სომეხი
მიმდინარეობა ქანდაკება

რიფსიმე სიმონიანი (სომხ. Հռիփսիմե Սիմոնյան; დ. 2 იანვარი, 1916, ყარსი — გ. 28 სექტემბერი, 1998, ერევანი) — სომეხი მხატვარი და მოქანდაკე, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა დეკორატიული ხელოვნების და კერამიკის განვითარებაში; სომხეთის სახალხო არტისტი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიფსიმე სიმონიანი დაიბადა 1916 წლის 2 იანვარს, ყარსში. 1945 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სკულპტურის და კერამიკის სპეციალობით. 1956 წლიდან, იგი ერევნის სახელმწიფო ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტის კერამიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 1977 წელს, სიმონიანი პროფესორის ხარისხით დაჯილდოვდა. 1945 წელს, მან სომეხ მხატვართა ასოციაციაში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განყოფილება ჩამოაყალიბა, რომელსაც 1975 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი შემოქმედებითი განვითარება დაიწყო ფაიფურის და თიხის მინიატურებიდან თიხის ქანდაკებებამდე, რომლებიც ამჟამად ერევნის და მოსკოვის საჯარო და მუნიციპალურ შენობებთან, ქუჩებსა და პარკებში იკავებს ადგილს[1].

რიფსიმე სიმონიანი სომხური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დამფუძნებელია. მის ნამუშევრებში, კერამიკის ფორმა და შეფერილობა, ორნამენტების მახასიათებლები და გამოსახულებები, რომლებიც მათ საფუძველს ქმნიან, სომხეთის გამომხატველია. საკუთარ შემოქმედებაში, რიფსიმე სიმონიანი ასევე უშუალოდ ეხებოდა სომხურ ლიტერატურას: ეროვნული მითები და ლეგენდები, საიათნოვას და ოვანეს თუმანიანის პოეზია, ავეტიქ ისააკიანის დახვეწილი და მრავალფეროვანი ტექსტები.

სიმონიანი საკუთარ ნამუშევრებს მხატვრობაში ცნობილ მოღვაწეებს და არამ ხაჩატურიანის, კონსტანტინ სარაჯევის, ავეტიქ ისააკიანის, სტეფან ზორიანის, ზენაიდა პალის, რუბენ პარონიანის და სხვათა ქანდაკებებს უკავშირებდა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკურ, ფედერალურ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, მან მოიპოვა რამდენიმე დიპლომი (ჟენევა1965; იტალია1969, 1971, 1972; ვილნიუსი1971; ვალარისი — 1970, 1972, 1978, 1980) და 1962 წელს, პრაღაში, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეუღლე – რუბენ პარონიანი (ქირურგი);
  • ვაჟი – არცვინ გრიგორიანი (არქიტექტორი)[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Who is who. Armenians. Biographical encyclopedia, volume 2, Yerevan, 2007. 
  2. Ион Деген. Панегирик Александру Малинскому
  3. The first statue in Lovers park
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: