მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეზედასებრნი [ 1] (ლათ. Resedaceae ) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი. ბალახები , ნახევრად ბუჩქები, იშვიათად ბუჩქებია . ფოთლები მარტივი ან ფრთისებრ დაყოფილია. ყვავილები ორ- ან ცალსქესიანი, მომწვანო-თეთრიდან ყვითლამდე ან მოწითალომდეა, შეკრებილია მტევანში . ჯამი და გვირგვინი 2–8 თავისუფალი ნაწილისაგან შედგება (იშვიათად გვირგვინი არ აქვთ). მტვრიანები 3–4 ან მრავალია. ნაყოფი უპირატესად მრავალთესლიანი კოლოფია .[ 2] ცნობილია 12-მდე გვარის 100-მდე სახეობა.[ 3] გავრცელებული არიან კანარის კუნძულებიდან ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე (უმრავლესობა ხმელთაშუაზღვისპირეთშია თავმოყრილი); Oligomeris -ის გვარის წარმომადგენლები გვხვდება აგრეთვე სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ყველაზე მსხვილი გვარია რეზედა (Reseda ).[ 2] საქართველოში გვხვდება ამ გვარის სამი სახეობა.[ 4] R . lutea და R . luteola ფართოდ გამოიყენება საღებავ მცენარეებად . R . odorata ერთ-ერთი პოპულარული საბაღე ერთწლოვანი მცენარეა , რომელსაც სასიამოვნო და გამძლე არომატი აქვს. რეზედასებრთა რამდენიმე სახეობის ეთეროვანი ზეთი მოთხოვნადია ძვირ პარფიუმერიაში .[ 2]