რეზედა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
რეზედა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ყანის რეზედა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Reseda | ||||||||||||
|
რეზედა (Reseda) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რეზედასებრთა ოჯახისა. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ინდოეთამდე.
საქართველოში გვხვდება 3, მათ შორის 1 კავკასიის ენდემია. ხარობს მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, ხშირად კირქვიანებზე, ზოგიერთი — ნათესებში სარეველადაც. ყანის რეზედას (Reseda lutea) მიწისზედა ნაწილები შეიცავს ყვითელ საღებავს.
ბაღის რეზედა (Reseda odorata) მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ. ყველა თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 337.