რაულის კუნძული
| მშობ. სახელი: ინგლ. Raoul | |
|---|---|
|
| |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 29°15′ ს. გ. 177°55′ ა. გ. / 29.250° ს. გ. 177.917° ა. გ. |
| ფართობი | 29,38 კმ² |
| უმაღლესი წერტილი |
516 მ მუმუკაი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
რაული ანუ სანდი (ინგლ. Raoul, ინგლ. Sunday) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კერმადეკის კუნძულების შემადგენლობაში. რამდენიმე ათასწლეულის წინ მომხდარა ძლიერი ვულკანური აქტივობა, სადაც დომინირებდა დაციტის ამოფრქვევები.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი 29,38 კმ²-ს შეადგენს. (არქიპელაგ კერმადეკის მთლიანი ფართობია — დაახლოებით 33 კმ²). მდებარეობს არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. უმაღლესი წერტილი — მთა მუმუკაი (516 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც ასევე მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილიცაა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე აღმოჩენილია პოლინეზიური ტიპის ქვის იარაღები, რაც მის პრეისტორიულ დასახლებებზე მიუთითებს, თუმცა დასავლეთელი მეზღვაურების მიერ აღმოჩენის მომენტში, კუნძული დაუსახლებელი იყო.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობა შედგება სამეცნიერო სადგურის რამდენიმე პერსონალისგან. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე პოლინეზიელი ადამიანი, მაგრამ 1934 წლიდან არქიპელაგი რეზერვატია.