რა? სად? როდის? (სპორტული ვერსია)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სპორტული რა? სად? როდის? — ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სპორტული ნაირსახეობა, როდესაც თამაშში ერთდროულად მონაწილეობს რამდენიმე (2-დან 100-მდე) გუნდი. ყველა გუნდს დაესმება ერთი და იგივე შეკითხვა ერთდროულად. მოსაფიქრებელი წუთის გასვლის შემდეგ გუნდები ფურცელზე წერენ პასუხს და აბარებენ ჟიურის. გარკვეული რაოდენობის კითხვების (როგორც წესი 12-15 შეკითხვა ერთ ტურში) გაჟღერების შემდეგ, ჟიური (წამყვანი) აცხადებს გამარჯვებულს, რომელსაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დაუგროვდა.
საქართველოს პირველი ჩემპიონატი სპორტულ „რა? სად? როდის?“-ში გაიმართა 1995 წელს. საქართველოს ჩემპიონები:
- 1995 — „ინტერფერონი“ (თბილისი), კაპ. ვალიკო ლობჟანიძე, ლიდერი: გიორგი ნაკაშიძე
- 1996 — „პარაბელუმი“ (თბილისი), კაპ. ლევან ნამორაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
- 1997 — „გრაალი“ (თბილისი), კაპ. გედევან ფოფხაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
- 1998 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე
- 1999 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე, ზურაბ მაღრაძე
- 2000 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
- 2001 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
- 2002 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
- 2003 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
- 2004 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე
- 2005 — „ინკოგნიტო“ (თბილისი), კაპ. თემურ დანელია, ლიდერები: ირაკლი თოდრია, ლევან თოფურიძე, გიორგი მარქარიანი
- 2006 — „პენტიუმი“ (სოხუმი), კაპ. დავით რაფავა, ლიდერები: ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გოგა ტარიელაშვილი
- 2007 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. გიორგი ბაქრაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე, ლევან ჩხეიძე
- 2008 — „მიმინო“ (თბილისი), კაპ. გიორგი ლომიძე, ლიდერები: ლაშა კილაძე, მიხეილ ბრეგვაძე
- 2009 — „კოზა ნოსტრა“ (ქუთაისი), კაპ. კახა მაჩიტიძე, ლიდერები: სერგო თევდორაძე, გიორგი ჭეიშვილი
- 2010 — „პენტიუმი“ (სოხუმი), კაპ. დავით რაფავა, ლიდერები: ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე
- 2011 — თანა-ჩემპიონები: „გალახადი“ (თბილისი), გიორგი ბაქრაძე (კაპ.), ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე, ლევან ჩხეიძე, თამარ შარაშიძე, ლადო ნაცვლიშვილი, თამარ კორახაშვილი; „მესამე გზა“ (თბილისი), ბესიკ ბუთურიშვილი (კაპ.), გიორგი ლაშხი, ანდრო სოლოღაშვილი, ირაკლი ნაზღაიძე, ილია რევია, თორნიკე თურმანიძე, ირინა ფრუიძე
- 2012 — „პენტიუმი“ (სოხუმი): დავით რაფავა (კაპ.), ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე, ნიკა აგლაძე, გიგა სულაძე
- 2013 — „პენტიუმი“ (სოხუმი): დავით რაფავა (კაპ.), ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე, ნიკა აგლაძე, ვალიკო ლობჟანიძე
- 2014 — „პენტიუმი“ (სოხუმი): დავით რაფავა (კაპ.), ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე, ნიკა აგლაძე, ვალიკო ლობჟანიძე
- 2015 — თანა-ჩემპიონები: „პენტიუმი“ (სოხუმი): დავით რაფავა (კაპ.), ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე, ნიკა აგლაძე, დავით ლომინაძე; „მესამე გზა“ (თბილისი), ბესიკ ბუთურიშვილი (კაპ.), გიორგი ლაშხი, ანდრო სოლოღაშვილი, ირაკლი ნაზღაიძე, ილია რევია, თორნიკე თურმანიძე
- 2016 — „გალახადი“ (თბილისი), გიორგი ბაქრაძე (კაპ.), ლევან ჩხეიძე, თამარ კორახაშვილი, თამარ შარაშიძე, ზურაბ მაღრაძე, დავით კილაძე
- 2017 — „ჯაგერნაუტი“ (თბილისი), გიორგი გვეტაძე (კაპ.), გიორგი ბაქრაძე, დავით სიჭინავა, რატი შუბლაძე, თენგიზ ლელუჩაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, თინათინ ხომერიკი
- 2018 — „ჯაგერნაუტი“ (თბილისი), გიორგი ბაქრაძე (კაპ.), გიორგი გვეტაძე, დავით სიჭინავა, რატი შუბლაძე, თენგიზ ლელუჩაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, თინათინ ხომერიკი
- 2019 — „ჯაგერნაუტი“ (თბილისი), გიორგი გვეტაძე (კაპ.), გიორგი ბაქრაძე, დავით სიჭინავა, რატი შუბლაძე, თენგიზ ლელუჩაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, თინათინ ხომერიკი