ჟერმენ პილონი
იერსახე
ჟერმენ პილონი (ფრანგ. Germain Pilon; დ. 1536/37, პარიზი — გ. 3 თებერვალი, 1590, პარიზი) — ფრანგი მოქანდაკე, აღორძინების ხელოვნების წარმომადგენელი. სწავლობდა პიერ ბონტანთან. განიცადა ჟან გუჟონი გავლენა. 1570-იან წლებში შესრულებულ პორტრეტულ სტატუებსა და ბიუსტებში იგრძნობა დრამატიზმი (ანრი II-ის საფლავის ქანდაკება და ეკატერინე მედიჩის საფლავის მორთულობა). 1572 წლიდან ეჭირაპორტრეტულ გამოსახულებათა მთავარი კონტროლიორის თანამდებობა, ამავე დროს ხელმძღვანელობდა სამედალო საქმეს. მის მიერ შესრულებული მედლები გამოირჩევა დეტალების ვირტუოზული დამუშავებით, კომპოზიციის კომპაქტურობითა და სიმკაცრით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 62.