ჟენევის კონვენციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
1864 წლის ჟენევის კონვენციის ორიგინალური დოკუმენტი

ჟენევის კონვენციები — ქალაქ ჟენევაში შედგენილი საერთაშორისო კანონმდებლობის ნაწილის ერთობლიობა. შედგება ოთხი ხელშეკრულებისა და დამატებით სამი პროტოკოლისგან, რომლებიც აყალიბებენ საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს ომის ჰუმანიტარული ქცევებისათვის. ტერმინი „ჟენევის კონვენცია“, როგორც წესი, მიუთითებს 1949 წლის ჟენევის კონვენციაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და განაახლა 1929 წლის ხელშეკრულების ორი კონვენცია და დაამატა კიდევ ორი ახალი კონვეცია. ჟენევის კონვენციებმა ჩამოაყალიბეს ომის პატიმრების (მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო პერსონალი) ძირითადი უფლებები, ჩამოაყალიბა დაჭრილების, დაავადებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმები ომის პერიოდში. 1949 წლის ჟენევის კონვენციაზე ხელი მოაწერა ან რეზერვაციით მიემხრო მსოფლიოს 196 სახელმწიფო.[1] დამატებით ჟენევის კონვენცია ასევე აძლევს უფლებებს არამეომარ ადამიანებს. რადგანაც ჟენევის კონვენცია ეხება მხოლოდ ადამიანებს ომში, მისი კონვენციები და მუხლები არ ეხება ომსა და მასში გამოყენებად იარაღებს, რომლებიც ჰააგის კონვენციების ნაწილია,[ა] ბიოლოგიურ და ქიმიურ ომს, რომელიც ჟენევის პროტოკოლებს ეხება.[ბ]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევის კონვენციების პროგრესირება 1864-დან 1949 წლამდე
წითელი ჯვრის პოსტერი პირველი მსოფლიო ომიდან

შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰენრი დუნატი ეწვია ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომის სოლფერინოს ბრძოლაში დაჭრილ სამხედროებს 1859 წელს. ის შოკში ჩავარდა სამედიცინო დაწესებულებების, პერსონალისა და დახმარების ნაკლებობით რომლებიც ამ სამხედროების დახმარებას შეძლებდნენ. შედეგად დუნატმა დაწერა წიგნი „სოლფერინოს მოგონებები“ 1862 წელს ომის საშინელებებზე [2] ჰენრი დუნატს მისმა ომის გამოცდილებებმა მისცა ინსპირაცია წამოიყენებინა:

  • მუდმივი სააგენტოს იდეა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა დაჭრილებს, დაავადებულებსა და მშვიდობიან მოსახლეობას
  • სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების იდეა, რომელიც ამ სააგენტოს მიანიჭებდა საერთაშორისო ნეიტრალიტეტს და მისცემდა ომის ზონაში შესვლისა და იქ დახმარების გაწევის უფლებას

ამ შემოთავაზებებმა გამოიწვია წითელი ჯვრისა და შემდეგ წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობების ჩამოყალიბება და 1864 წლის ჟენევის კონვენცია, პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ფარავდა ომში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების დახმარებას. 1864 წლის 22 აგვისტოს, შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია ყველა ევროპული სახელმწიფოს მთავრობები, აშშ-ს, მექსიკისა და ბრაზილიის ჩათვლით, რათა დასწრებოდნენ ოფიციალურ დიპლომატიურ კონფერენციას. საბოლოოდ 16 სახელმწიფოს ჯამში 26 დელეგატი ჩავიდა ჟენევაში. 1864 წლის 22 აგვისტოს, კონფერენციამ მიიღო ჟენევის პირველი კონვენცია „არმიებში დაჭრილი სამხედროების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“ კონვენციას საერთო ჯამში ხელი მოაწერეს 12 სახელმწიფოსა და სამეფოს წარმომადგენლებმა, რომლებიც იყვნენ:[3][4]

ორივე ამ მიღწევისათვის ჰენრი დუნატი გახდა ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი მშვიდობის დარგში, 1901 წელს.[5][6]

1868 წლის 20 ოქტომბერს იყო პირველი, წარუმატებელი მცდელობა გაეფართოვებინათ ჟენევის პირველი კონვენცია. „ომში დაჭრილების მდგოამრეობის შესახებ არსებული მუხლების გაფართოებით“ იყო მცდელობა მომხდარიყო 1864 წლის ჟენევის კონვენციაში მიღებული ზოგი კანონის განმარტვა და 1864 წლის ჟენევის კონვენციის საზღვაო ომზეც გაფართოება. მუხლები ხელმოწერილი იქნა, თუმცა მისი რატიფიცირება მხოლოდ ნიდერლანდებმა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებმა მოახდინეს,[7] და შემდგომში ნიდერლანდებმა მიატოვა შეთანხმება.[8] საზღვაო ომის მსხვერპლების დაცვის იდეა შემდგომში რეალიზებული იქნა 1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციებით.[9]

1906 წლის ჟენევის კონვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წელს, 35 სახელმწიფო დაესწრო კონფერენციას, რომელიც ასევე შვეიცარიის მთავრობის მიერ იქნა მოწვეული. 1906 წლის 6 ივლისს ამ კონფერენციამ გამოიწვია „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“, რომელმაც პირველად გააუმჯობესა 1864 წლის ჟენევის პირველი კონვენცია.[10] ის ძალაში იყო 1970 წლამდე, როდესაც კოსტა რიკა შეუერთდა 1949 წლის ჟენევის კონვენციას.[11]

1929 წლის ჟენევის კონვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევის 1929 წლის კონფერენციის შემდეგ შეიქმნა ორი ახალი კონვენცია, რომლებსაც ხელი 1929 წლის 27 ივლისს მოეწერათ. ერთ-ერთი მათგანი, „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“, იყო მესამე ვერსია რომელმაც ჩაანაცვლა 1864 წლის თავდაპირველი კონვენცია.[9][12] ხოლო მეორე მიღებული იქნა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებების მიხედვით და გაამყარა ომის პატიმრების დამცველი სისტემები, რომლებიც ჰააგის კონვენციებში იქნა შექმნილი.[13][14]

1949 წლის ჟენევის კონვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პაციფისტური ენთუზიაზმითა და ომის დამნაშავეების ნიუნბერგის პროცესებისას დასჯით ინსპირირებული კონფერენციების სერია შედგა 1949 წელს, რომლებმაც გაამყარეს და გააფართოვეს ჰააგის და ჟენევის კონვენციები. 1949 წელს გამოტანილი იქნა ოთხი სხვადასხვა კონვენცია:

  • პირველი ჟენევის კონვენცია „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“ მეოთხედ იქნა განახლებული ჟენევის პირველი კონვენცია და ჩანაცვლებული იქნა 1929 წლის ჟენევის კონვენცია.[15]
  • მეორე ჟენევის კონვენციამ, „დაშავებულების, დაავადებულებისა და ჩაძირულების მდგომარეობის განვითარების მიზნით“, ჩაანაცვლა 1907 წლის ჰააგის კონვენცია.[16] ის იყო პირველი ჟენევის კონვენცია რომელმაც დაიცვა მეზღვაურების უფლებები საზღვაო ომისათვის და იმეორებდა ჟენევის პირველი კონვენციის სტრუქტურას.[9]
  • მესამე ჟენევის კონვენცია „ომის პატიმრების მოპყრობის შესახებ“, ჩაანაცვლა 1929 წლის ჟენევის კონვენცია რომელიც ეხებოდა ომის პატიმრებს.[17]
  • ჟენევის მეოთხე კონვენცია „ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ“. ის იყო 1949 წლის ჟენევის პირველი კონვენციის ანალოგი, თუმცა სამხედროების მაგივრად იცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს.[18]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. State Parties / Signatories: Geneva Conventions of 12 August 1949. International Humanitarian Law. International Committee of the Red Cross. ციტირების თარიღი: 22 January 2007.
  2. Dunant, Henry. A Memory of Solferino.  English version, full text online.
  3. Convention for the Amelioration of the Condition of the Wounded in Armies in the Field. Geneva, 22 August 1864. International Committee of the Red Cross ICRC. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
  4. Roxburgh, Ronald (1920). International Law: A Treatise. London: Longmans, Green and co., გვ. 707. ციტირების თარიღი: 14 July 2009. 
  5. Abrams, Irwin (2001). The Nobel Peace Prize and the Laureates: An Illustrated Biographical History, 1901–2001. US: Science History Publications. ISBN 9780881353884. ციტირების თარიღი: 14 July 2009. 
  6. The story of an idea, film on the creation of the Red Cross, Red Crescent Movement and the Geneva Conventions
  7. ICRC. Additional Articles relating to the Condition of the Wounded in War. Geneva, 20 October 1868 – State Parties. ციტირების თარიღი: 5 March 2017
  8. Dutch Government. (20 April 1900) Kamerstukken II 1899/00, nr. 3 (Memorie van Toelichting) Dutch (PDF). ციტირების თარიღი: 5 March 2017
  9. 9.0 9.1 9.2 Fleck, Dietrich (2013). The Handbook of International Humanitarian Law. Oxford: Oxford University Press, გვ. 322. ISBN 978-0-19-872928-0. 
  10. Fleck, Dietrich (2013). The Handbook of International Humanitarian Law. Oxford: Oxford University Press, გვ. 22 and 322. ISBN 978-0-19-872928-0. 
  11. ICRC. Convention for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armies in the Field. Geneva, 6 July 1906. ციტირების თარიღი: 5 March 2017
  12. ICRC. Convention for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armies in the Field. Geneva, 27 July 1929. ციტირების თარიღი: 5 March 2017
  13. ICRC. Convention relative to the Treatment of Prisoners of War. Geneva, 27 July 1929. ციტირების თარიღი: 5 March 2017
  14. Fleck, Dietrich (2013). The Handbook of International Humanitarian Law. Oxford: Oxford University Press, გვ. 24–25. ISBN 978-0-19-872928-0. 
  15. ICRC. Convention (I) for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armed Forces in the Field. Geneva, 12 August 1949. ციტატა: „The undersigned Plenipotentiaries of the Governments represented at the Diplomatic Conference held at Geneva from April 21 to August 12, 1949, for the purpose of revising the Geneva Convention for the Relief of the Wounded and Sick in Armies in the Field of July 27, 1929 [...]“ ციტირების თარიღი: 5 March 2017
  16. ICRC. Convention (II) for the Amelioration of the Condition of Wounded, Sick and Shipwrecked Members of Armed Forces at Sea. Geneva, 12 August 1949. ციტატა: „The undersigned Plenipotentiaries of the Governments represented at the Diplomatic Conference held at Geneva from April 21 to August 12, 1949, for the purpose of revising the Xth Hague Convention of October 18, 1907 for the Adaptation to Maritime Warfare of the Principles of the Geneva Convention of 1906 [...]“ ციტირების თარიღი: 5 March 2017
  17. ICRC. Convention (III) relative to the Treatment of Prisoners of War. Geneva, 12 August 1949. ციტატა: „The undersigned Plenipotentiaries of the Governments represented at the Diplomatic Conference held at Geneva from April 21 to August 12, 1949, for the purpose of revising the Convention concluded at Geneva on July 27, 1929, relative to the Treatment of Prisoners of War [...]“ ციტირების თარიღი: 5 March 2017
  18. ICRC. Convention (IV) relative to the Protection of Civilian Persons in Time of War. Geneva, 12 August 1949. ციტატა: „In the relations between the Powers who are bound by the Hague Conventions respecting the Laws and Customs of War on Land, whether that of July 29, 1899, or that of October 18, 1907, and who are parties to the present Convention, this last Convention shall be supplementary to Sections II and III of the Regulations annexed to the above-mentioned Conventions of The Hague.“ ციტირების თარიღი: 5 March 2017

კომენტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფირველი ჰააგის კონფერენცია, 1899 წელი; მეორე ჰააგის კონფერენცია, 1907 წელი
  2. პროტოკოლი მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა გაზების და ბიოლუგიური ომის მეთოდების აკრძალვისათვის, 1925 წელი