ჟებოტის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟებოტის ეკლესია.
ჟებოტის ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ჟებოტის პირველი ეკლესიაეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს სოფელში, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,7X3,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და კონქი. მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთი კეთლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდში სწორკუთხა სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]