ჟან ნიკო
იერსახე

ჟან ვილმან ნიკო (ფრანგ. Jean Nicot; 1530—1600) — ფრანგი დიპლომატი და სწავლული.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიმში.1559-1561 წწ. იყო საფრანგეთის ელჩი პორტუგალიაში.
პორტუგალიაში ელჩად გააგზავნეს, რათა განეხილა 6 წლის პრინცესა მარგარიტა დე ვალუასა და 5 წლის სებასტიან I-ის ქორწინების საქმე.
პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა თამბაქოს პლანტაციები. ესპანეთიდან საფრანგეთში გააგზავნა თამბაქო, რომლის აქტიური მომხმარებელიც გახდა ეკატერინე მედიჩი.
მისი სახელის პატივსაცემად ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელსაც შეიცავს თამბაქო, ეწოდა ნიკოტინი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Website dedicated to Nicot's Thresor დაარქივებული 2010-03-02 საიტზე Wayback Machine.
- -Search the Thresor online დაარქივებული 2009-04-25 საიტზე Wayback Machine.