ჟან ბაპტისტ ბაგაზა
ჟან ბაპტისტ ბაგაზა | |
ბურუნდის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ნოემბერი, 1976 – 3 სექტემბერი, 1987 | |
წინამორბედი | მიშელ მიჩომბერო |
მემკვიდრე | პიერ ბუიოია |
დაბადებული | 29 აგვისტო, 1946 რუტოვუ, ბურუნდი |
გარდაცვლილი | 4 მაისი, 2016 ბრიუსელი, ბელგია |
ჟან ბაპტისტ ბაგაზა (ფრანგ. Jean-Baptiste Bagaza, დ. 29 აგვისტო, 1946, რუტოვუ, ბურუნდი — გ. 4 მაისი, 2016, ბრიუსელი, ბელგია) — ბურუნდის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ბურუნდის მე-2 პრეზიდენტი 1976–1987 წლებში.
დაიბადა 1946 წლის 29 აგვისტოს რუანდა-ურუნდის პატარა ქალაქ რუტოვუში[1].
საზღვარგარეთ ერთ-ერთი ვიზიტის დროს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი დაიკავა პიერ ბუიოიამ. ჟან ბაპტისტ ბაგაზა ცხოვრობდა ემიგრაციაში ჯერ უგანდაში, შემდეგ 1993 წლამდე ლიბიაში. 1994 წელს დაბრუნდა ქვეყანაში ჩამოაყალიბა ახალი პარტია და გახდა მუდმივი სენატორი, როგორც ყოფილი სახელმწიფოს მეთაური[2][3].
გარდაიცვალა 2016 წლის 4 მაისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ჰოსპიტალში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[4].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Young, Eric (2010) „Jean-Baptiste Bagaza“, Encyclopedia of Africa. Oxford: Oxford University Press, გვ. 146. ISBN 9780195337709.
- ↑ "POST TRANSITION SENATORS' LIST", Burundian Senate website (ფრანგული).
- ↑ "The Senate composition" დაარქივებული 2007-06-25 საიტზე Wayback Machine. , Burundian Senate website (ფრანგული).
- ↑ Former President Of Burundi, Colonel Jean-Baptiste Bagaza, has died. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-04. ციტირების თარიღი: 2016-05-04.