პუნოს რეგიონი
პუნოს რეგიონი | |
იხილეთ ასევე პერუს სხვა რეგიონები | |
პრეზიდენტი | ერნან ფუენტესი |
დედაქალაქი | პუნო |
უდიდესი ქალაქი | ხულიაკა |
ფართობი | 66 997 კმ² |
მოსახლეობა | |
---|---|
მოსახლეობა - სულ - სიმჭიდროვე |
1 245 508 18.6/კმ² |
დაყოფა | 13 პროვინცია და 107 რაიონი |
სიმაღლე - დაბალი - მაღალი |
820 მ (ლან-ლაკუნი) 4525 მ (სან ანტონიო დე ესკუილაჩე) |
განედი გრძედი |
13°00'06"-დან 17°08'54"-მდე; S 71°08'24"-დან 68°50'52"-მსწ; W |
მთავარი ბუნებრივი რესურსები | ქვეყანაში ცხვრის,ალპაკას და ლამას ყველაზე დიდი მწარმოებელი, |
სიღარიბე | 78% |
ქვეყნის მშპ | 2.2% |
კოდები | |
სატელეფონო კოდი | 051 |
ISO 3166-2 | PE-PE-PUN |
UBIGEO | 21 |
ვებ-საიტი | |
http://www.regionpuno.gob.pe |
პუნო — რეგიონი პერუში. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ბოლივია, ჩრდილოეთით – მადრე-დე-დიოსის რეგიონი, დასავლეთით – კუსკოს და არეკიპას რეგიონები, სამხრეთ-დასავლეთით – მოკეგას რეგიონი და სამხრეთით ტაკნას რეგიონი. დედაქალაქი – პუნო, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს ალტიპლანოს მთიანეთში, ტიტიკაკას ტბის სიახლოვეს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუნოს რეგიონი განლაგებულია კოლაოს პლატოზე. ტიტიკაკას, მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბის დასავლეთი ნაწილი, სწორედ პუნოს რეგიონს ეკუთვნის. რეგიონის ტერიტორიის 70 %-ს ანდების მთები იკავებს, ხოლო დანარჩენს, ამაზონის ტყეები.
კლიმატი ცივი და მშრალია, ოთხთვიანი წვიმების სეზონით. მეორე მხრივ, ტყეებში კლიმატი საკმაოდ თბილია. რეგიონის წყლის რესურსებს შეადგენს ტიტიკაკას ტბა, 50 ლაგუნა და 300-მდე მდინარე. არის აგრეთვე მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მიწისქვეშა წყლები.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუნოს რეგიონში ტურიზმი საკმაოდ მძლავრადაა განვითარებული. არსებობს უამრავი ტურ-ოპერატორი და სასტუმრო, დაწყებული დაბალი და დამთავრებული უმაღლესი კლასით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი დაყოფილია 13 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ შედგება 107 რაიონისაგან. ეს პროვინციები თავიანთ დედაქალაქებითურთ შემდეგია:
- ასანგარო (ასანგარო)
- კარაბაია (მაკუსანი)
- ჩუკუიტო (ხული)
- ელ-კოლიაო (ილავე)
- უანკანე (უანკანე)
- ლამპა (ლამპა)
- მელგარი (აიავირი)
- მოო (მოო)
- პუნო (პუნო)
- სან-ანტონიო-დე-პუტინა (პუტინა)
- სანდია (სანდია)
- სან-რომანი (ხულიაკა)
- ჯუნგუიო (ჯუნგუიო)
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეულ ხანაში, კოლაოს პლატო დასახლებული იყო აიმარას ხალხებით, კეჩუას ხალხი აქ მოგვიანებით დასახლდა. აიმარას კულტურა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პუტინა, პრე-ესპანური რეგიონის ყველაზე მეტად გავლენიანი კულტურა იყო.
მეფის-ნაცვალობის პერიოდში, პუნოზე გადიოდა ერთადერთი გზა ბოლივიაში მოსახვედრად. 1870 წელს, გაიხსნა პუნო-არეკიპას რკინიგზა, რამაც საშუალება მისცა ტიტიკაკას ტბაზე ნაოსნობის დაწყებას. 2007 წელს, რეგიონში ჩამოვარდა მეტეორი, რომელმაც დააზიანა დარიშხანის საბადო, რამაც ადგილობრივების მოწამვლა გამოიწვია.
მიმდინარე მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის მარტში, რეგიონის პრეზიდენტმა ერნან ფუენტესმა განაცხადა, რომ ის ეძებს გზას პერუს შემადგენლობიდან გამოსასვლელად და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. პერუს პრემიერ-მინისტრმა, ხორხე დელ კასტილიომ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც „გარედან წაქეზებული“. ამასთან, მთავრობამ ოფიციალურ განცხადებაში ფუენტესი დაადანაშაულა, რომ ის შეკრულია ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან და ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან.
|