შინაარსზე გადასვლა

პროგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროგონიალბანელი მმართველი, პროგონის დინასტიის დამაარსებელი. მეფობდა 1190 წლიდან 1198 წლამდე. იყო კრუიის ციხესიმაგრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ასევე ცნობილი როგორც არბერის სამთავრო) მმართველი.[1] მას ჰყავდა ორი მემკვიდრე, გიინი და დიმიტრი

პროგონი იყო ალბანეთის პირველი მმართველი შუა საუკუნეების პერიოდში.[2][3][4] ცოტა რამ არის ცნობილი მის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ ის იყო არბერის პირველი მმართველი 1190 წლიდან 1198 წლამდე.[5] კრუია პროგონების ოჯახის ხელში დარჩა და გადავიდა გიინის და შემდგომ დიმიტრის ხელში.[6] 1204 წლამდე არბანონი იყო ავტონომიური სამთავრო ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში.[7] პროგონი ვაჟებთან ერთად მოხსენიებულია წმ. მარიამის მონასტერის წარწერაზე, გეზიქში (ჩრდილოეთ ალბანეთი).[8] დიმიტრის ტიტული „პანჰიპერსებატოსი“ მიუთითებს ბიზანტიის იმპერიასთან მის დაქვემდებარებაზე.[9]

  1. Fine, p. 51
  2. Clements 1992, p. 31 "By 1190, Byzantium's power had so receded that the archon Progon succeeded in establishing the first Albanian state of the Middle Ages, a principality"
  3. Pickard-Çeliku 2008, p. 16
  4. Norris 1993, p. 35
  5. Frashëri 1964, p. 42 "The territories of this principality extended over the present- day districts of central Albania. Its capital was at Kruja. The first ruler of the Principality of Arberia was Archon Progon (1190-1198) about whose life and doings we know.."
  6. Anamali-Prifti 2002, p. 215
  7. Ellis, p. 134
  8. Curta, p. 340
  9. Abulafia, p. 780
წინამორბედი:
ალბანეთის მთავარი
1190 - 1198
შემდეგი:
გიინ პროგონი