შინაარსზე გადასვლა

ჰარი (პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პრინცი ჰარი)
პრინცი ჰენრი
Prince Henry

პრინცი ჰარი 2014 წლის სექტემბერში
გაერთიანებული სამეფოს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 15 სექტემბერი, 1984
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: პრინცი ჩარლზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1984 (1984-09-15) (40 წლის)
დაბ. ადგილი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მეუღლე: მეგან მარკლი
(ქ. 2018)
შვილები: არჩი, ლილიბეტი
დინასტია: უინძორები
მამა: ჩარლზ III
დედა: პრინცესა დაიანა
რელიგია: ანგლიკანიზმი

პრინცი ჰენრი (ინგლ. Henry Charles Albert David; დ. 15 სექტემბერი, 1984, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), უფრო მეტად ცნობილია პრინცი ჰარის სახელით — გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-5 მემკვიდრე, მეფე ჩარლზ III-ისა და პრინცესა დაიანას უმცროსი შვილი, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს შვილიშვილი.

პრინცი ჰარი დაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, ლონდონში. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო კარიერა აირჩია და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. 2012-2013 წლებში, 20 თვის განმავლობაში ჰარი ავღანეთშიც იმყოფებოდა. პრინცმა საკუთარი სამხედრო კარიერა 2015 წლის ივნისში დაასრულა.

პრინცი ჰენრის სასიყვარულო ურთიერთობებზე პრესაში ყოველთვის ძალიან ბევრი იწერებოდა.

პრინცი ჰენრი დაქორწინდა 2018 წლის 19 მაისს. მისი მეუღლე გახდა მეგან მარკლი. ისინი ქორწინების შემდეგ ლონდონში, ნოტინჰემ კოტეჯში ცხოვრობდნენ, კენსინგტონის სასახლეში. 2020 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და უარი თქვეს სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე. ჰყავთ ორი შვილი — არჩი და ლილიბეტი.

არსებობს ვერსია, რომ პრინცი ჰენრის ბიოლოგიური მამა არა მეფე ჩარლზი, არამედ ჯეიმზ ჰევითია, რომელთანაც დაიანას ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერსია არ დასტურდება. ამას არ ადასტურებს არც თავად ჯეიმზი და იგი აცხადებს, რომ როცა დაიანას და მისი ურთიერთობა დაიწყო, ჰენრი უკვე დაბადებული იყო.[1]

2023 წელს გამოსცა წიგნი „სათადარიგო“, რომელშიც ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრები მისი და მისი მეუღლის, მეგან მარკლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. „Hewitt denies Prince Harry link“. BBC News. 21 September 2002.
  2. „პრინცი ჰარის წიგნს წლის ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ“. businessformula.ge. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)