შინაარსზე გადასვლა

პრეტორიის შეთანხმება

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეტორიის შეთანხმება — შედგა 2002 წელს რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შეთანხმების მიზანი იყო კონგოს მეორე ომის დასრულება. რუანდა დათანხმდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაახლოებით 20 000 ჯარისკაცის გაყვანას, იმ პირობით, რომ საერთაშორისო ძალისხმევით მოხდებოდა ჰუტუს, ინტერაჰამვეს და რუანდის შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომლების განიარაღება.

მოლაპარაკებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ პრეტორიაში.

  • Waugh, Colin M. Paul Kagame and Rwanda: Power, Genocide and the Rwandan Patriotic Front. McFarland & Company, 2004. ISBN 0-7864-1941-5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]