პრაგმატული სანქცია (1713)
იერსახე
1713 წლის პრაგმატული სანქცია — საღვთო რომის იმპერიის მეთაურ კარლ VI-ის მიერ გამოცემული ედიქტი, რომლითაც მისი სიკვდილის შემდეგ ავსტრიის ტახტისა და ჰაბსბურგთა მიწების მიღების უფლება მის ქალიშვილს ეძლეოდა. იმ დროსთვის უჩვეულო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ 1711 წლის შემდეგ კარლ VI ერთადერთი მამაკაცი იყო ჰაბსბურგთა დინასტიაში. რადგან არც კარლ VI-ს და არც მის უფროს ძმას, ჯოზეფ I-ს, ვაჟიშვილები არ ჰყავდათ, ქალიშვილისთვის ძალაუფლების გადაცემა ერთადერთი გამოსავალი იყო, რათა მემკვიდრეობისთვის დავა არ წარმოქმნილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ კარლ VI მისმა უფროსმა ქალიშვილმა მარია ტერეზიამ ჩაანაცვლა, ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის მაინც მოხდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Crankshaw, Edward: Maria Theresa, Longman publishers 1969
- Holborn, Hajo: A History of Modern Germany: 1648–1840 Princeton University Press 1982 ISBN 0-691-00796-9
- Ingrao, Charles W: The Habsburg monarchy, 1618–1815 Cambridge University Press 2000 ISBN 0-521-78505-7
- Kann, Robert A.: A history of the Habsburg Empire, 1526–1918 University of California Press 1980 ISBN 0-520-04206-9
- Mahan, J. Alexander: Maria Theresa of Austria READ BOOKS 2007 ISBN 1-4067-3370-9