პოტიომკინი
პოტიომკინი | ||
---|---|---|
ძირითადი ინფორმაცია | ||
ტიპი | საესკადრო ჯავშნოსანი | |
პარამეტრები | ||
სიგრძე | 115,3 მ | |
სიგანე | 22,2 მ | |
ტექნიკური მაჩვენებლები | ||
სიმძლავრე | 10 600 ცხ. ძ. | |
სიჩქარე | 16,6 კვანძი | |
შეიარაღება |
„პოტიომკინი“, აგრეთვე კნიაზ პოტიომკინ-ტავრიჩესკი (რუს. «Потёмкин»; Князь Потёмкин-Таврический) — შავი ზღვის ფლოტის საესკადრო ჯავშნოსანი, რომელზეც 1905-1907 წლებში რევოლუციის დროს მოხდა მეზღვაურთა ამბოხება. ააგეს 1904 წელს. 1907 წლიდან იყო სახაზო გემი. ეკიპაჟი 730 კაცი. 1905 წელს შავი ზღვის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცკ-მა გაშალა მუშაობა ფლოტის გემების ერთდროული აჯანყების მოსაწყობად, მაგრამ „პოტიომკინზე“ ამბოხება მოხდა სავარაუდო დროზე ადრე, სტიქიურად. აჯანყებულებმა დახოცეს ოფიცერთა ნაწილი, დანარჩენები დააპატიმრეს, აირჩიეს ხელმძღვანელი კომისია. „პოტიომკინს“ შეუერთდა მისი თანხმლები ნაღმოსანი № 267. 14 ივნისს „პოტიომკინი“ წითელი დროშით შევიდა ოდესაში, სადაც საყოველთაო გაფიცვა იყო. მეფის მთავრობამ ბრძანება გასცა შეეპყროთ ან ჩაეძირათ გემი. 18 ივნისს „პოტიომკინი“ და ნაღმოსანი № 267 რუმინეთისკენ გაემართნენ. იქიდან მეზღვაურებმა გადასცეს მოწოდება „მთელს ცივილიზებულ სამყაროს“ და „ყველა ევროპულ ქვეყანას“, სადაც აცხადებდნენ, რომ იბრძოლებდნენ ცარიზმის წინააღმდეგ, ხოლო 25 ივნისს ხომალდები ჩააბარეს რუმინეთის ხელისუფლებას.
ეკიპაჟთა ნაწილი 1905 წელსვე დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ მეზღვაურები დააპატიმრეს და დასაჯეს, უმრავლესობა კი მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა რუსეთში. „პოტიომკინი“ რუმინელებმა რუსეთს დაუბრუნეს. 1905 წლის ოქტომბერში მას „წმინდა პანტელეიმონი“ დაარქვეს, 1917 წლის აპრილში კვლავ ძველი სახელი დაუბრუნეს, მაისში კი „ბორეც ზა სვობოდუ“ უწოდეს. 1919 წელს ინტერვენტებმა ააფეთქეს სევასტოპოლში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 175.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოტიომკინი — გემების ენციკლოპედია დაარქივებული 2015-01-13 საიტზე Wayback Machine. (რუსული)