შინაარსზე გადასვლა

პოტენცის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
პოტენცის პროვინცია
Provincia di Potenza
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი პოტენცა
შიდა დაყოფა Abriola, Acerenza, Albano di Lucania, Anzi, Armento, Atella, Avigliano, Balvano, Banzi, Baragiano, Barile, Bella, Brienza, Brindisi Montagna, Calvello, Calvera, Campomaggiore, Cancellara, Carbone, Castelgrande, Castelluccio Inferiore, Castelluccio Superiore, Castelmezzano, Castelsaraceno, Castronuovo di Sant'Andrea, Cersosimo, Chiaromonte, Corleto Perticara, Episcopia, Fardella, Filiano, Forenza, Francavilla in Sinni, Gallicchio, Genzano di Lucania, Ginestra, Grumento Nova, Guardia Perticara, Lagonegro, Latronico, Laurenzana, Lauria, Lavello, Maratea, Marsico Nuovo, Marsicovetere, Maschito, Melfi, Missanello, Moliterno, Montemilone, Montemurro, Muro Lucano, Nemoli, Noepoli, Oppido Lucano, Palazzo San Gervasio, Paterno, Pescopagano, Picerno, Pietragalla, Pietrapertosa, Pignola, პოტენცა, Rapolla, Rapone, Rionero in Vulture, Ripacandida, Rivello, Roccanova, Rotonda, Ruoti, Ruvo del Monte, San Chirico Nuovo, San Chirico Raparo, San Costantino Albanese, San Fele, San Martino d'Agri, San Paolo Albanese, San Severino Lucano, Sant'Angelo Le Fratte, Sant'Arcangelo, Sarconi, Sasso di Castalda, Satriano di Lucania, Savoia di Lucania, Senise, Spinoso, Teana, Terranova di Pollino, Tito, Tolve, Tramutola, Trecchina, Trivigno, Vaglio Basilicata, ვენოზა, Vietri di Potenza, Viggianello და Viggiano
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 16°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 16.00000° ა. გ. / 41.00000; 16.00000
ფართობი 6 545 კმ²
მოსახლეობა 387 107 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 59,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0835
საფოსტო ინდექსი 85100 და 85010–85059
საავტომობილო კოდი PZ
ოფიციალური საიტი http://www.provincia.potenza.it
პროვინციის რუკა

პოტენცა (იტალ. Provincia di Potenza) — პროვინცია იტალიაში, ბაზილიკატის რეგიონში. დედაქალაქია პოტენცა.

პროვინციის ფართობი 6 545 კმ²-ია, მოსახლეობა 387 107 ადამიანი (2008). შედგება 100 კომუნისგან.

ძვ. წ. 272 წელს პროვინციის ტერიტორია ბერძენთა არმიამ დაიპყრო. ახალმა მმართველებმა ბაზილიკატას სახელი შეუცვალეს და ლუკანია უწოდეს. მოგვიანებით, XI საუკუნეში ეს არეალი აპულიის საჰერცოგოს შემადგენლობაში შევიდა, რომელსაც იმ დროისათვის ნორმანი ფრანგები მართავდნენ, XIII საუკუნიდან კი ის ნეაპოლის სამეფოს ნაწილი გახდა, რელაურად კი პოტენცას ადგილობრივი მხედართმთავრები მართავდნენ. 1861 წელს პროვინცია შეუერთდა დანარჩენ იტალიას და ახლადშემქნილი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

რეგიონის თავზე გადაიარა ურიცხვმა მიწისძვრამ და იგი დღემდე რჩება სეისმურად აქტიურ ზონად. ქალაქი პოტენცა, რომელიც იტალიის პროვინციულ დედაქალაქებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს, გაშენებულია ორ ხეობას შორის. იგი თითქმის ხელახლა აშემდა ბაზილიკატის 1857 წლის მიწისძვრის შემდეგ. მიძისძვრამ და მეორე მსოფლიო ომის სისასტიკემ საშინლად დააზიანა ქალაქი და მისი ისტორიული ნაგებობები. გამომდინარე აქედან, ქალაქის ძირითად შთამბეჭდაობას წარმოადგენს ბეტონის თანამედროვე შენობები. ერთ-ერთი თვალწარმტაცი ეკლესია, რომელიც გადარჩა არის სან-ფრანსისკოს ეკლესია პიაცა-პაგანოს გვერდით. ეკლესიის საგანძურს შორისაა ბიზანტიური ხატი მადონა-დელ-ტერემოტო. ქალაქის სხვა საინტერესო ადგილია პროვინციული არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია რომაული ეპოქის ბაზილიკატის მრავალი არტეფაქტი.

პოტენცის პროვინცია 100 კომუნისგან შედგება. მათ შორის უმსხვილესებია:

კომუნა მოსახლეობა
პოტენცა 68 197
მელფი 17 177
ლაველო 13 679
ლაურია 13 556
რიონერო-ინ-ვულტურე 13 447
ვენოზა 12 083
ავილიანო 12 067
სენიზე 7 387

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]