პორტლენდი (მეინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პორტლენდი
ინგლ. Portland
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი მეინი
ქაუნთი კამბერლენდის ქაუნთი
კოორდინატები 43°39′36″ ჩ. გ. 70°15′18″ დ. გ. / 43.66000° ჩ. გ. 70.25500° დ. გ. / 43.66000; -70.25500
ქალაქის მერი კეიტ სნაიდერი
დაარსდა 1632
ამჟამინდელი სტატუსი 1786
ფართობი 179.85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 68 408 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 1 226.1 კაცი/კმ²
ეთნოქორონიმი პორტლენდელი
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი +1 207
საფოსტო ინდექსი 04101-04104, 04108-04109, 04112, 04116, 04122-04124
საავტომობილო კოდი 207
FIPS კოდი 23-60545
ოფიციალური საიტი portlandmaine.gov
მეტსახელი „ტყის ქალაქი“
დევიზი ლათ. „Resurgam“
პორტლენდი (მეინი) — აშშ
პორტლენდი (მეინი)
პორტლენდი (მეინი) — მენი
პორტლენდი (მეინი)

პორტლენდი (ინგლ. Portland) — ქალაქი აშშ-ში, მეინის შტატის უდიდესი ქალაქი. 2020 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით, ქალაქში 68,408 ადამიანი ცხოვრობს.[1] პორტლენდის ალგომერაციაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მას შეერთებული შტატების სიდიდით 104-ე ალგომერაციას ხდის, შესაბამისად, პორტლენდის ალგომერაცია მეინის შტატის მოსახლეობის მესამედ მოიცავს. პორტლენდში განვითარებულია ტურიზმი, ხოლო ქალაქის პორტი მე-2 უმსხვილესია ახალი ინგლისის რეგიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს სახელი ბრიტანეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პორტლენდის კუნძულის მსგავსად დაერქვა,[2] თუმცა ადგილობრივები მას „მაშიგონს“ ეძახდნენ. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოსული პირველი ევროპელი კაპიტანი კრისტოფერ ლევეტი იყო, რომელსაც 1623 კასკოს ყურეში დასახლების დასაარსებლად 2,400 ჰა მიწა გადასცეს. ახალი ინგლისის საბჭოს წევრმა და ფერდინანდო გორგესის აგენტმა ლევეტმა ახალ ტერიტორიაზე ქვის სახლი ააშენა სადაც 10 ადამიანი დატოვა, რის შემდეგაც ინგლისში დაბრუნდა თავის მოგზაურობაზე წიგნი დაწერა, რათა დასახლების პოპულარიზაციასთვის შეეწყო ხელი.[3] მიუხედავად ამისა, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო დასახლებაში დარჩენილი კოლონიზატორების შემდგომი ბედი უცნობია. შემდგომში ლევეტი ინგლისიდან მასაჩუსეტსის ყურეში გაემგზავრა, სადაც 1630 ჯონ უინტროპს შეხვდა, მაგრამ მეინში აღარ დაბრუნებულა. დღესდღეობით, პორტლენდში მდებარე ერთ-ერთი ფორტი მის სახლეს ატარებს.

ფორტი კასკო (დღევანდელი პორტლენდის ტერიტორიაზე), აშენდა ვოლფგანგ უილიამ რომერის მიერ.

ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ნახევარკუნძულზე ევროპელები მხოლოდ 1632 მოეწყნენ, სადაც სავაჭრო სოფელი კასკო დაარსეს.[4] როცა მასაჩუსეტსის ყურის კოლონიამ კასკოს ყურე შემოიერთა, დასახლებას ფალმუთი გადაარქვეს. 1676 წელს მეფე ფილიპის ომის დროს სოფელი აბენაკის ხალხმა გაანადგურა. დასახლების აღდგენის შემდეგ, მეფე უილიამის ომის დროს დასახლება ფრანგმა მეომრებმა და მათმა აბორიგენმა მოკავშირეებმა დასახლებას შეუტიეს და კიდევ ერთხელ გაანადგურეს ფორტ ლოიალის ბრძოლის დროს.

1775 წლის 18 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის ომის დროს, სოფელი სამეფო ფლოტმა ჰენრი მოვატის მეთაურობით დაწვა.[5] ომის შემდეგ ფალმუთის სანაპირო სექცია განვითარდა, როგორც კომერციულად შემოსავლიანი პორტი, რომელიც დღითი დღე იზრდებოდა. 1786 წელს ფალმუთის მოსახლეობამ ამ სექციის ტერიტორიაზე ცალკე დასახლება ჩამოაყალიბა, რომელსაც პორტლენდი დაარქვა. ქალაქის ეკონომიკა ძლიერ დაზიანდა 1807 ემბარგოს აქტისა და 1812 წლის ომის შემდეგ.

1820 წელს მეინი ჩამოყალიბდა, როგორც შტატი, ხოლო მისი დედაქალაქი სწორედ პორტლენდი გახდა. 1832 წელს დედაქალაქი პორტლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოგასტაში გადაიტანეს. 1851 წელს მეინი პირველი შტატი გახდა, რომელმაც თავის ტერიტორიაზე მშრალი კანონი აამოქმედა. ეს კანონი ცნობილი გახდა, როგორც „მეინის კანონი“, რომელიც შემდგომში კიდევ 18 შტატმა მიიღო. ამას 1855 წელს არეულობის პერიოდი მოჰყვა.

1853 წელს, კანადაში დიდი სარკინიგზო მაგისტრალის დასრულებამდე, პორტლენდი კანადისთვის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი პორტი გახდა. ფორ-სტრიტზე მდებარე პორტლენდის კომპანიამ XIX საუკუნეში 600 ლოკომოტივი, ძრავი და სხვა სატრანსპორტო აღრუჭვილობა დაამზადა. იმ დროისთვის პორტლენდის კომპანია ქალაქის უდიდესი კომპანია იყო, სადაც უმეტესად ირლანდიიდან, კანადიდან და იტალიიდან ჩამოსული ემიგრანტები მუშაობდნენ. პორტლენდი XX საუკუნისთვის ასევე სარკინიგზო ცენტრად იქცა, რაც 1911 წელს კიდევ 5 სარკინიგზო რეისის შექმნამ განაპირობა. ეს რეისები ასევე უადვილებდნენ კანადელ მეომრებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას. 1923 წელს დიდი სარკინიგზო მაგისტრალის ნაციონალიზაციის შემდეგ, კანადური გემები პორტლენდიდან ჰალიფაქსში გადავიდნენ, რამაც ძლიერ დააზიანა ქალაქის ეკონომიკა, ხოლო შემდგომში ყინულმჭრელების შექმნამ გემებს მონრეალში გასვლის საშუალება მისცა, რამაც პორტლენდის როლი კანადის ეკონომიკაში კიდევ უფრო შეამცირა.

ლონგფელოუს სკვერი პორტლენდში, დაახ. 1906 წელი.

1853 წლის 26 ივნისს, ქალაქში კაპიტან ჩარლზ რედის მეთაურობით კონფედერატთა ჯარი შევიდა, რასაც პორტლენდის ბრძოლა მოჰყვა, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით ჩატარებული ბრძოლა გახდა. 1866 წლის 4 ივლისს, პორტლენდში დამოუკიდებლობის დღეს ცეცხლი გაჩაღდა, რამაც ქალაქის კომერციული შენობების უმეტესობა, ეკლესიების ნახევარი და ასობით სახლი გაანადგურა, რამაც 10,000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

მეინის ლეგისლატურამ 1899 წელს გამოსცა აქტი, რომლის მიხედვით ქალაქი დირინგი[6] პორტლენდის შემადგენლობაში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ დირინგის მოსახლეობის უმეტესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

1970-იან წლებში სამხრეთ პორტლენდში, ქალაქის ღარიბ რეგიონში, სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის შემდეგ ეს რაიონი ტურისტებს შორის პოპულარული გახდა. სხვადასხვა კომპანიებმა ქალაქის პორტის ნაწილის აღდგენა დაიწყეს, რომელიც ახლა „ძველი პორტის“ სახელითაა ცნობილი. 1990-იანი წლების შემდეგ, პორტლენდის ისტორიულად ინდუსტრიალური სამეზობლოები სწრაფად განვითარდნენ.[7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტლენდი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეინის შტატის სახმრეთ-დასავლეთში, კასკოს ყურეს სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 179.85 კმ²-ს შეადგენს.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტლენდში ნოტიო კონტინენტური კლიმატია, ხშირია ცივი, ხანგრძლივი ზამთრები და თბილი, შედარებით მოკლე ზაფხულები. ქალაქში საშუალო მაღალი ტემპერატურა იანვარში -1°C-დან ივლისში 27°C-მდე ადის. დღიური მაღალი ტემპერატურა 4 დღის განმავლობაში 32°C-ს აღწევს, ხოლო ზამთარში ტემპერატურა 10 დღის განმავლობაში -18°C-მდე ეცემა. ქალაქის არეალში ზამთრობით ხშირია ჩრდილო-აღმოსავლური ქარიშხლები. წლიური ნალექიანობა 1,200 მმ-ს შეადგენს: ყველაზე მშრალი პერიოდი ზაფხულია. პორტლენდის მიმდებარე ტერიტორია უფრო ნალექიანია, რადგანაც ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი დინებები თოვლის წვიმად გარდაქმნას იწვევს. სამხრეთ მეინში ხშირია ინტენსიური ქარბუქები, რომლებიც ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

წლიური ამინდი — პორტლენდის საერთაშორისო ჯეტპორტი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °F 32 35 42 54 64 74 80 79 71 60 48 38 56
საშუალო დღიური °F 24 26 34 45 55 64 70 69 62 50 40 30 47
საშუალო დაბალი °F 16 17 26 35 46 55 61 60 52 41 32 22 39
ნალექი დუიმი 3.5 3.5 4.1 4.4 3.7 4.1 3.4 3.6 3.8 5.2 4.3 4.5 48,1
საშუალო მაღალი °C 0.2 1.7 5.7 12.1 17.9 23.1 26.4 25.9 21.7 15.3 9.1 3.5 13,6
საშუალო დღიური °C -4.4 -3.2 1.2 7.0 12.7 17.9 21.3 20.7 16.4 10.2 4.4 -0.9 8,6
საშუალო დაბალი °C -9.1 -8.2 -3.3 1.9 7.5 12.8 16.2 15.4 11.2 5.0 -0.2 -5.3 3,7
ნალექი მმ 89 90 104 112 93 105 87 91 96 133 108 114 1 222
წყარო: Weather Atlas (UV)[9] 4 ივლისი, 2019

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Census QuickFacts, Portland city, Maine. ციტირების თარიღი: Oct 13, 2021
  2. Portland: The Town that was Almost Boston. Portland Oregon Visitors Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2013. ციტირების თარიღი: March 6, 2013
  3. Baxter, James Phinney (September 10, 1893). Christopher Levett, of York: The Pioneer Colonist in Casco Bay. Gorges Society. „christopher levett.“ 
  4. History of Portland, Maine, Maine Resource Guide, http://maineguide.com/region/southcoast/information/portlandhistory.html დაარქივებული January 31, 2013[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  5. Jedediah Preble letter on Mowat kidnapping, 1775. ციტირების თარიღი: April 1, 2007
  6. Maine Secretary of State (1899) Private and Special Laws of the State of Maine. Kennebec Journal Print, გვ. 9–13. 
  7. „Bayside is a journey of many 'next steps'. Portland Press Herald (Blethen Maine Newspapers, Inc.). ოქტომბერი 16, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 22, 2006. ციტირების თარიღი: ნოემბერი 13, 2006.
  8. US Gazetteer files 2010. United States Census Bureau. ციტირების თარიღი: November 23, 2012
  9. Portland, Maine, USA - Monthly weather forecast and Climate data. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2019