პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული ბიოგრაფია/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჰმადი , მუჰამადი (არაბ.: محمد მუჰამმადუნ) (დ. დაახლ. 570 — გ. 632, მედინა) ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, უდიდესი წინასწარმეტყველი.

მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII საუკუნეში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზმს და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 609 (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ. (...სრულად)