ნატოს ხუთი სამხედრო პირი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში. ნატოს უსაფრთხოებსი მხარდამჭერი ძალების სარდლობის ცნობით, ერთი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ორი ამერიკელი ჯარისკაცი კი მეამბოხეებთან ბრძოლაში მოკლეს. დანიური სამხედრო კონტინგენტის განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში, გაზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს ჯარების დანაკარგი მიმდინარე წლის განმავლობაში 422 კაცამდე გაიზარდა, იუწყება „ფრანს-პრესის“ სააგენტო. (რადიო თავისუფლება)
ჩინეთისსამხრეთ-დასავლეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით 127 კაცი დაიღუპა, დაახლოებით ორი ათასი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების ზონაში ჩინეთის ლიდერი ვენ ზიბაო ჩავიდა. შაბათს დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდნენ მდინარეები, რასაც დღეს მეწყერი მოჰყვა პროვინცია განსში. (რადიო თავისუფლება)
აშშ-ს შტატ პენსილვანიაში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეითედ პრესი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქ სალინაში საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად მფრინავი და მგზავრი დაიღუპნენ. (ინტერპრესნიუსი)