პორტალი:ახალი ამბები/2009 თებერვალი 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 3 თებერვალი, 2009 (2009-02-03) (სამშაბათი)
  • გამთენიისას, რიხტერის შკალით 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა პერუში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები არ გავრცელებულ.
  • ამდილას ათენში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა ადამიანებმა შენობას ავტომატებიდან გაუხსნეს ცეცხლი და ჭურვიც კი ესროლეს. დაღუპულების და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. lenta.ru
  • ქალაქ ბარსელონას პოლიციამ ათი პაკისტანელი დააპატიმრა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით. heraldo
  • საფრანგეთი და გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანიის ჯარების საფრანგეთის მიწაზე განთავსების შესახებ-წერს 3 თებერვლის გარდიანი. guardian
  • ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში წუხელ მიწისძვრა მოხდა-წერს ნიუ-იორქ თაიმზი. მიწისძვრის მაგნიტუდა 3,0 იყო. დაშავებული არავინაა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქთორი-გარდენსის რაიონში მდებრაეობდა. NY Times
  • სულ ცოტა 20 ადამიანი უნდა იყოს დაღუპული კოლუმბიაში სამგზავრო ავტობუსის 120 მ სიმაღლის კლდიდან გადავარდნის შედეგად. NewsCom
  • ათენში, პორტ პირესში პოლიციასა და ფერმერებს შორის შეტაკება მოხდა.1200 ფერმერი 500 ტრაქტორით ათენში შესვლას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ მიტინგის მოწყობას აპირებდა. ბერძენი ფერმერები 19 იანვრიდან ბამბეულზე, ხორბალზე, ზეითუნსა და გარგარზე ფასების დაცემას აპროტესტებენ.lenta.ru
  • ევროკავშირმა და კანადამ აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის შემუშავებული გეგმა მოჭარბებული პროტექციონიზმისთვის გააკრიტიკეს-იუწყება ბბს. BBC