პოლეტ გოდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პოლეტ გოდარდი
Goddard-Modern-Times.jpg
დაბადების სახელი პოლეტ მერიონ ლევი
დაბადების თარიღი 3 ივნისი, 1910
ქუინსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1990 (79 წელი)
ტიჩინო, შევეიცარია
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1929-1972

პოლეტ გოდარდი (ინგლ. Paulette Goddard; დ. მერიონ პოლინ ლევი; ინგლ. Pauline Marion Levy; გოდარდი (დედის გვარი); 3 ივნისი, 1910 — გ. 23 აპრილი, 1990) — ამერიკელი მსახიობი, ოსკარის პრემიის ნომინანტი (1944). ჩარლი ჩაპლინისა  (1936-1942 წლებში) და ერიხ მარია რემარკის (1958 წლიდან რემარკის გარდაცვალებამდე, 1970 წელს) მეუღლე.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერიონის პროფესიული კარიერა ადრე დაიწყო.უნივერსალურმა მაღაზიამ “საქსი-მეხუთე ავენიუ“ მომხიბლავი პატარა გოგონა ბავშვთა ტანსაცმლის დემონსტრირებისათვის მიიწვია. 15 წლის მერიონი გახდა მოცეკვავე და გამოდიოდა იმ პერიოდისათვის ლეგენდარულ ზიგფელდის რევიუში. მერიონმა სახელი შეიცვალა და პოლეტი დაირქვა. გოგონები, რომლებიც ზიგფელდის შოუში მონაწილეობდნენ, ხშირად მდიდარ თაყვანისმცემლებსა და ქმრებს პოულობდნენ. გამონაკლისი არც პოლეტი იყო და ერთი წლის შემდეგ, როგორც თვითონ ვარაუდობდა, ღირსეული მეწარმე ედგარ ჯეიმსი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გარძელდა და 1929 წელს წყვილი დაშორდა. განქორწინებამ პოლეტს იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა- $ 375 ათასი მოუტანა.[3][4][5]

პოლეტ გოდარდი ჟურნალის გარეკანზე

გოდარდმა ჯეიმსთან განქორწინების შემდეგ მიღებული ფულით იყიდა ძვირადღირებული მანქანა, მდიდრული ტანისამოსი და დედასთან ერთად ჰოლივუდის დასაპყრობად გაემგზავრა. თავდაპირველად პოლეტი იძულებული გახდა სტატისტის მოკრძალებულ როლებით  დაკმაყოფილებულიყო. მაგრამ პარიზულმა ელეგანტურმა კოსტუმებმა და ძვირფასმა სამკაულმა, რომლითაც ის გადაღებებზე დადიოდა, თავისი საქმე შეასრულა. მდიდრულ სამოსში გამოწყობილმა ლამაზმანმა მალე მიიქცია ყურადღება. მას გავლენიანი მფარველებიც გამოუჩნდა: თავდაპირველად რეჟისორი ჰალ როუჩი, შემდეგ კი კინოსტუდია United Artists პრეზიდენტი ჯო შენკი. კინოსტუდიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო ჩარლი ჩაპლინი. პოლეტმა ჩაპლინი შენკის იახტაზე 1932 წელს გაიცნო.  იმ დროისათვის რეჟისორს უკვე გადაღებული ჰქონდა „ბიჭუნა“, „ოქროს ციებ-ცხელება“, „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ და  ცნობილი იყო, როგორც მუნჯი კინოს ლეგენდა.[6]

ჩაპლინს შეუყვარდა პოლეტი და ორი წლის შემდეგ მასზე დაქორწინდა. საქორწილო ცერემონია ღია ზღვაში იახტაზე გაიმართა. ჩაპლინს არ სურდა დიდი ხმაური და ქორწინების აფიშირება. თუმცა პოლეტმა საკითხი უფრო რადიკალურად გადაწყვიტა და დაუყოვნებლივ გადავიდა მეუღლის სახლში. დაუმეგობრდა ჩაპლინის ვაჟებს, რომლების მას აღმერთებდბენ და სტუმრებს დიასახლისის რანგში ღებულობდა.

ფილიპ რიდი და პოლეტ გოდარდი - 1957 წ.

1939 წელს  ალექსანდრე კორდამ, რომელიც უნგრეთიდან ჰოლივუდში გადავიდა, რეჟისორი ფილმებისა „ ლედი ჰამილტონი“ და“ ბაღდადელი ქურდი“, ჩაპლინს შესთავაზა ანტი-ნაცისტური სატირული ფილმის  "დიდი დიქტატორი"-ს გადაღება. ჰანას როლში "დიდ დიქტატორში" (ჩაპლინის დედის სახელი) ჩარლი ჩაპლინმა პოლეტი ათამაშა. მან თავად ბრწყინვალედ შეასრულე ორი როლი - ფიურერ ჰინკელი (ჰიტლერის პაროდია) და მოკრძალებული ებრაელი პარიკმახერი. ფილმი გამოვიდა 1940 წლის შემოდგომაზე და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. პრემიერაზე ჩაპლინმა პირველად  უწოდა გოდარდს საზოგადოებაში თავისი მეუღლე, ორივემ მიიღო მიწვევა თეთრ სახლში, პრეზიდენტ რუზველტთან აუდიენციაზე.[7][8]

პოლეტ გოდარდი და ფრედ ასტერი

ამასთან, იმ დროისთვის მათი ქორწინება უკვე განწირული იყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი ჩხუბები ეჭვს აღარ ტოვებდა გარდაუვალ განქორწინებაზე. წყვილი ყოველგვარი სკანდალებისა და ხმაურის გარეშე განქორწინდა. მათი ბოლო შეხვედრა 1971 წელს შედგა, როდესაც 82 წლის ჩაპლინი ევროპიდან გაემგზავრა ოსკარის ცერემონიაზე. ჩაპლინს მის ცხოვრებაში ერთადერთი საპატიო "ოსკარი" მიენიჭა. ჩაპლინთან განქორწინების შემდეგ, გოდარდი ცოლად გაჰყვა   მსახიობ ბურგეს მერედიტს, რომელთანაც მან ითამაშა The Maid's Diary და რამდენიმე სხვა ფილმში. ომის შემდეგ, ის და მერედიტი გახდნენ ანტი-მაკარტისტული კომიტეტის აქტიური წევრები. 1949 წელს გოდარდი  ბურგისს დაშორდა.[9]

პოლეტ გოდარდმა ყველაზე ცნობილი როლები  ჩარლი ჩაპლინის ფილმებში "ახალი დროება" (1936) და "დიდი დიქტატორი" (1940) ითამაშა. მას უნდა შეესრულებინა სკარლეტ ო'ჰარას როლი Gone With the Wind- ში, მაგრამ  მასთან ხელშეკრულება გააუქმეს ჩაპლინთან რეგისტრირებული ქორწინების ბუნდოვანობის გამო.[10]

გასული საუკუნის 50-იან წლებში გოდარის კარიერა უკან წავიდა. 1958 წელს ის ცოლად გაჰყვა ერიხ მარია რემარკს და გადავიდა შვედეთში, გსტადში, ყოფილი ქმრის ჩარლი ჩაპლინისგან არც ისე შორს, თუმცა ერთმანეთს ხშირად არ ხვდებოდნენ. როგორც თვითონ აღნიშნავდა:”ჩვენ სხვადასხვა მთაზე ვცხოვრობთ”.

პოლეტ გოდარდი გარდაიცვალა 1990 წელს, შვეიცარიაში, რონკო-სოპრა-ასკონას მუნიციპალიტეტში, ემფიზემისგან, თავისი 80 წლის იუბილის წინა დღეს.[11][12]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gilbert, Julie (1995). Opposite Attraction – The Lives of Erich Maria Remarque and Paulette Goddard.Pantheon Books; ISBN 0-679-41535-1, pp. 37–41 for parents' names and backgrounds, as well as Alta's birth year; pp. 159–60 for Levy's death year and p. 477 for Alta's death year.
  2. Thomson, David. The New Biographical Dictionary of Film: Completely Updated and Expanded, Knopf Doubleday (2010) p. 385
  3. Harms, John W.; Goddard Harms, Pearl (1990). The Goddard Book. 2. Gateway Pre
  4. Booker, Keith M. Historical Dictionary of American Cinema, Scarecrow Press (2011) p. 150
  5. Scovell, Jane. Oona Living in the Shadows: A Biography of Oona O'Neill Chaplin, Grand Central Publishing (1998) ebook
  6. Stange, Ellen. New York State of Fame, Page Publishing (2015) ebook
  7. Monush, Barry (2003). Monush, Barry (ed.). Screen World Presents the Encyclopedia of Hollywood Film Actors: From the Silent Era to 1965, Volume 1. 1. Hal Leonard Corporation. p. 282. ISBN 1-55783-551-9[მკვდარი ბმული].
  8. Rimler, Walter (2009). George Gershwin: An Intimate Portrait. University of Illinois Press. p. 147. ISBN 978-0-252-09369-2[მკვდარი ბმული].
  9. "Paulette Goddard Becomes Bride of Burgess Meredith". The Evening Independent. May 23, 1944. p. 10. Retrieved February 16, 2013.
  10. Goddard Star Of Hollywood PlayersHarrisburg Telegraph. December 28, 1946. p. 17. Retrieved September 4, 2015 – via Newspapers.com. 
  11. Details of death of Paulette Goddard, paulette-goddard.fr; accessed April 25, 2014.
  12. Flint, Peter B. (April 24, 1990). "Paulette Goddard, 78, Is Dead; Film Star of 1930s Through 50s".[მკვდარი ბმული] nytimes.com. p. 1. Retrieved February 15, 2013.