დიდი დიქტატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი დიქტატორი
The Great Dictator“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ჩ. ჩაპლინი
პროდიუსერი ჩ. ჩაპლინი
სცენარის ავტორი ჩ. ჩაპლინი
უილერ დრაიდენი
როლებში ჩ. ჩაპლინი, პოლეტ გოდარდი, ჯეკ ოაკი
კომპოზიტორი ჩ. ჩაპლინი
მერედით უილსონი
სტუდია United Artists
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 15 ოქტომბერი, 1940
ხანგრძლივობა 124 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 2,000,000$

დიდი დიქტატორი (ინგლ. The Great Dictator) — ამერიკული მხატვრული ფილმი, რომელიც წარმოადგენს სატირას ადოლფ ჰიტლერსა და გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებზე. ფილმი 1940 წლის ოქტომბერში გამოჩნდა ამერიკის ეკრანებზე.

ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი.

ჩარლი ჩაპლინი მუნჯი ფილმების გადაღებას ხმოვანი ფილმების ახალ ერაშიც აგრძელებდა, თუმცა მან ამ ფილმში მისივე შემუშავებული ტრადიცია დაარღვია, გამოიყენა-რა ხმოვანი დიალოგები.

„დიდი დიქტატორი“ იქცა კომერციულად ყველაზე მომგებიან ფილმად ჩარლი ჩაპლინისათვის[1].

ფილმი ნაციზმისა და ადოლფ ჰიტლერის დაცინვის პირველ მცდელობას წარმოადგენს ასევე კინოხელოვნების ისტორიაში.

შიდაკრიტიკა ამერიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლი ჩაპლინის ამ კინო-ნაწარმოებმა თავისი წვლილი შეიტანა შიდაამერიკული დებატების გაჩაღებაში ამერიკის შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

„ნიუ იორკ თაიმზმა“ ფილმი დაახასიათა როგორც „ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, რაც კი შექმნილა“, ხოლო ამერიკის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის უილიამ რანდოლფ ჰირსტის (William Randolph Hearst) საგაზეთო ფურცლებზე ჩარლი ჩაპლინს საომარი განწყობილებების გაღვივებაში დასდეს ბრალი.

ჩიკაგოში გერმანული წარმოშობის ემიგრანტების დიდი რიცხვის გამო ვერ გაბედეს ეჩვენებინათ ფილმ „დიდი დიქტატორის“ პრემიერა.

ჩარლი ჩაპლინის ბოდიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში ყველაზე ნეგატიურად აღქმად კადრებად მიჩნეულია საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა სვლის სცენა, რომელიც უმეტეს კრიტიკოსთა აზრით წარმოადგენს გადაჭარბებულად და სასაცილოდ, შესაბამისად შემამსუბუქებლად - „მარელატივირებლად“, დახატულს.

მოგვიანებით, როცა მთელი სიცხადით გაირკვა საკონცენტრაციო ბანაკებში ნაცისტთა მიერ ტყვეთა მიმართ არაადამიანური სისატიკით მოპყრობის შესახებ, ჩაპლინმა ბოდიში მოიხადა ამ ფილმის გამო და თავის წიგნად გამოსულ ავტობიოგრაფიაში შემდეგი დაწერა:

ვიკიციტატა
„„Hätte ich von den Schrecken in den deutschen Konzentrationslagern gewusst, ich hätte Der große Diktator nicht zustande bringen, hätte mich über den mörderischen Wahnsinn der Nazis nicht lustig machen können“. (Charlie Chaplin) „გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული საშინელებების შესახებ რომ მცოდნოდა, „დიდი დიქტატორის“ გადაღებას ვერ შევძლებდი. ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა ნამდვილად ვერ შევძლებდი ნაცისტების მანიაკალური კაცთაკლვის ჟინის დაცინვას.““

ჩარლი ჩაპლინის ეს სიტყვები დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებად გამონათქვამს პოლიტიკური სატირისა და კომედიის საზღვრების შესახებ დისკურსში.

ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კინოხელოვნების ისტორიაში იქცა ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ პროექტად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Tramp and the Dictator, official BBC web site

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: