ბიჭუნა (1921 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიჭუნა
რეჟისორი ჩარლზ ჩაპლინი
პროდიუსერი ჩარლზ ჩაპლინი
სცენარისტი ჩარლზ ჩაპლინი
როლებში
კომპოზიტორი ჩარლზ ჩაპლინი
ოპერატორი როლი ტოტეოჰი
მონტაჟი ჩარლზ ჩაპლინი
სტუდია Charles Chaplin Productions
დისტრიბუტორი First National
ხანგრძლივობა
  • 68 წუთი[1](ორიგინალი)
  • 53 წუთი[2] (1971 ხელახალი გამოცემა)
ქვეყანა აშშ
ენა მუნჯი ფილმი
ბიუჯეტი 250 ათასი აშშ დოლარი
შემოსავალი 5,450,000 აშშ დოლარი[3]

ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ჯეკი კუგანი,[4] ედნა პერვიენსი და სხვები. ეს იყო ჩაპლინის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.[5]. ჩაპლინი ასრულებს როლს მაწანწალისა, რომელიც იშვილებს ბიჭუნას.

ფილმს დიდი წარმატება ჰხვდა წილად და იქცა 1921 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2011 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმს კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა და დაიცვა ფილმების ეროვნული რეესტრში. ინოვაციური კომედიური და დრამატული ელემენტების წყალობით,[6] ფილმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუნჯ ფილმად.[7]

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია FilmNation Entertainment აპირებს „ბიჭუნას“ ანიმაციური რიმეიკის გადაღებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE KID (U) (CUT). British Board of Film Classification (5 იანვარი, 1922). წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2015.
  2. THE KID (U). British Board of Film Classification (October 15, 1957). წაკითხვის თარიღი: December 23, 2015.
  3. Box office at IMDB accessed 27 იანვარი, 2017
  4. Today in Media History: Thumbs Up? In 1921 newspapers reviewed Charlie Chaplin’s movie, ‘The Kid’. Poynter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 დეკემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2016.
  5. (2017-09-05) Старый новый Голливуд: Энциклопедия кино. Tом II, გვ. 3799. ISBN 9785040534371. 
  6. Chaplin, pp. 233–234.
  7. 300 Greatest Films by Decade - AMC Filmsite Retrieved 8 თებერვალი, 2015