პლუნგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პლუნგე
PlungePalace.jpg
დროშა გერბი
Flag of Plunge.gif Plunge COA.gif

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიტვა
კოორდინატები 55°55′00″ ჩ. გ. 21°51′00″ ა. გ. / 55.91667° ჩ. გ. 21.85000° ა. გ. / 55.91667; 21.85000
ფართობი 30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 119 მეტრი
მოსახლეობა 16 750 (2020)
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 448
საფოსტო ინდექსი LT-90001
ოფიციალური საიტი http://www.plunge.lt/
პლუნგე — ლიეტუვა
პლუნგე

პლუნგე (ლიეტუვ. Plungė; რუსული რევოლუციამდელი სახელი Плунгя́ны, პოლ. Płungiany) — ქალაქი ლიეტუვაში, ტელშიაის მაზრაში, პლუნგეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს 11,78 კმ² ფართობი უკავია.

რკინიგზის სადგური კლაიპედა-შაულიაის ხაზზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მონაცემებით, 23 137 მცხოვრები; ერთი წლით ადრე ქალაქში 23 246 ადამიანი ცხოვრობდა.

მეორე მსოფლიო ომამდე პლუნგეში მსხვილი ებრაული თემი ცხოვრობდა, რომელიც ჰოლოკოსტის წლებში განადგურდა. პლუნგესთან ახლოს სასაფლაოზე 1800-მდე დახვრეტილი ებრაელია დაკრძალული.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1958 წელს პლუნგეში „სისხლიანი ცილისწამება“ მოხდა, როდესაც ქალაქში ხმები დაირხა, თითქოს, ვინმე გროლმანმა (ეროვნებით ებრაელმა) პატარა ბიჭი მოიტაცა და შინ წაიყვანა, სადაც რელიგიური თვალსაზრით გოგონასაც იყენებდა. ხალხში ხმის გავრცელების შემდეგ, სუკის მონაცემებით, გროლმანის სახლთან 600-მდე ადამიანი შეიყარა შურის საძიებლად. ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მილიციის გაძლიერებული ძალები იქნა გადასროლილი ვენდეტის ასაცილებლად და წესრიგის აღსადგენად. საბოლოოდ, ჭორის გამავრცელებელმა ქალმა იუ. გრუნგელენემ, სუკისავე მონაცემებით, დაკითხვაზე აღიარა, რომ ყველაფერი თვითონ გამოიგონა.
  • პლუნგეში დაიბადა პოლონელი ალპინისტი ქალი ვანდა რუტკევიჩი (1943—1992), იგი ჰიმალაის მწვერვალის კანჩენჯანგას დალაშქვრისას დაიღუპა.
  • პლუნგე — დაძმობილებული ქალაქი მოსკოვთან ახლომდებარე კრასნოგორკთან.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარელი[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2015 წლის 26 მაისს ხელი მოეწერა ყვარლისა და პლუნგეს მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვიდან, პლუნგეს მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია, ექვსდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყვარელში იმყოფება. ხელის მოწერის ცერემონია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შედგა.