პიტეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პიტეო
შვედ. Piteå
Pitea central.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 65°20′ ჩ. გ. 21°30′ ა. გ. / 65.333° ჩ. გ. 21.500° ა. გ. / 65.333; 21.500
ფართობი 24,74 კმ²
მოსახლეობა 22 913 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 926 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
პიტეო (შვედეთი)
Red pog.svg

პიტეო (შვედ. Piteå) — ქალაქი შვედეთში, ნორბოტენის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 23 240 ადამიანს შეადგენს.[1] მდებარეობს მდინარე პიტეს შესართავთან, ბოტნიის ყურის სანაპიროსთან. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1621 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1666 წელს ქალაქი ხანარმა გაანადგურა, მაგრამ მოგვიანებით კვლავ აღადგინეს. ერთადერთი შენობა, რომელიც ხანძარს გადაურჩა, ქალაქის ეკლესია იყო, იგი ასევე უვნებელი გადარჩა 1721 წლის ხანძრისას.

ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს რატუშა, რომელიც XVII საუკუნის იერსახეს ინარჩუნებს.

მოსახლეობამ ზრდა XIX საუკუნის დამდეგს დაიწყო და ამავე საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე 2 500 ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის ზრდის დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა 1911 წელს რკინიგზის გაყვანა და მრეწველობის განვითარება.

პიტეოში ტრადიციულად განვითარებულია ხე-ტყის მრეწველობა. ფუნქციონირებს ქაღალდისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიტეო&oldid=2847919“-დან