პერიტო-მორენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერიტო-მორენო
ესპ. Perito Moreno
კოორდინატები: 50°30′ ს. გ. 73°08′ დ. გ. / 50.500° ს. გ. 73.133° დ. გ. / -50.500; -73.133
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
ქედი ანდები
ფართობი 250 კმ²
სიგრძე 30 კმ
პერიტო-მორენო — არგენტინა
პერიტო-მორენო
მყინვარული მღვიმე
მყინვარის ჩრდილოეთ დაბოლოება და ტურისტული ნავი

პერიტო-მორენო (ესპ. Perito Moreno) — მყინვარი სამხრეთ არგენტინაში, სანტა-კრუსის პროვინციაში, მდებარეობს პერიტო-მორენოს ეროვნულ პარკში. წარმოადგენს არგენტინის პატაგონიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.

მყინვარის ფართობია 250 კმ², სიგრძე 30 კმ. პერიტო-მორენო ერთ-ერთია ანდებში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მდებარე პატაგონიის მყინვარული მინდვრის 48 მყინვარიდან. ეს მყინვარული ველი მესამეა მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგებს შორის.

პერიტო-მორენო პატაგონიის იმ სამ მყინვარს შორის შედის, რომელიც იზრდება. ზრდის მიზეზები დადგენილი არაა და გლაციოლოგებს შორის დავის საგანია.[1] [2]

პერიტო-მორენოს ენის სიგანე 5 კმ-ს აღწევს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 60 მ-ს. საშუალო სიღრმე 170 მ, ხოლო მაქსიმალური კი — 700 მ-ია. მისი გადაადგილების სიჩქარე შეადგენს 2 მეტრს დღეში (დაახლოებით 700 მ წელიწადში). მიუხედავად ამისა მისი მასის დანაკარგებიც დაახლოებით ამდენივეა, ამიტომ (მცირე გადახრების გათვალისწინების გარეშე) მყინვარის ენის სიგრძე ბოლო 90 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://news.nationalgeographic.com/news/bigphotos/75803897.html
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2011-01-29.


ჩრდილოეთ ნაწილი
ჩრდილოეთ ნაწილი