შინაარსზე გადასვლა

პაულუს ოროზიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაულუს ოროზიუსი
დაბადების თარიღი 385[1]
დაბადების ადგილი ბრაგა
გარდაცვალების თარიღი 418[1]
საქმიანობა ისტორიკოსი, მწერალი[2] [3] , თეოლოგი და კათოლიკე მღვდელი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
Magnum opus Seven Books of Histories Against the Pagans

პაულუს ოროზიუსი (ლათ. Paulus Orosius; დ. დაახლ. 380 — გ. დაახლ. 420) — რომაელი ისტორიკოსი, წარმოშობით ესპანელი, მღვდელი, ავგუსტინე ნეტარის მოსწავლე. ავგუსტინეს დავალებით დაწერა თხზულება „წარმართთა წინააღმდეგ მიმართული ისტორია 7 წიგნად“ (მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან 417 წლამდე). ოროზიუსი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა კაცობრიობას მხსნელად მოევლინა და რომის დაცემა V საუკუნის დასაწყისში, წარსული დროის ცოდვათა საზღაურია, იგი მსოფლიო ისტორიას ყოფს 4 პერიოდად — მსოფლიო სამეფოდ (ბაბილონის, მაკედონიის, კართაგენის, რომის). ოროზიუსის ნაშრომი ემყარება ევსები კესარიელის, სულპიციუს სევერუსის და სხვა რომაელი წარმართი ავტორების ქრონიკებს. განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნები, რომლებშიც გამოქვეყნებულია ჩვენამდე მოუღწეველი ნაწყვეტები ტიტუს ლივიუსისა და ტაციტუსის თხზულებებიდან. საინტერესოა აგრეთვე ცნობები, რომლებიც ძვ. წ. II–I საუკუნეების შავი ზღვისპირეთს შეეხება. ოროზიუსის თხზულებები პოპულარული იყო შუა საუკუნეებში.

ოროზიუსის ცხოვრების შესახებ მცირე დოკუმენტური ინფორმაციაა შემორჩენილი. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ ისტორიულ წყაროებში 414 წლიდან 418 წლამდე მოგვეპოვება, არსებობს ოროზიუსის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები.

Historiae adversus paganos, 1561

მეცნიერთა უმრავლესობა მისი დაბადების ადგილად რომის პროვინცია გალიციას (თანამედროვე გალისია) ასახელებს, კერძოდ ქალაქ ბრაგას სიახლოვეს. ამას ადასტურებენ იმის საფულძველზე, რომ იგი ავგუსტინაში გამგზავრებამდე ეპისკოპოსის კათედრას იკავებდა.

მისი სახელის ერთი ნაწილი „ოროზი“ ბერძნულიდან წარმოდგება და ნიშნავს მთას, ხოლო მეორე ნაწილი „იუსი“ ემატება ლათინურიდან. ოროზის სამშობლოს დასადგენად ყველაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა არნო-ლინდემ ციტატის „ისტორია წარმართთა წინააღმდეგ“ დახმარებით, სადაც ოროზიუსი გასაოცარი სიზუსტით გამოირჩეოდა ბრიტანული კუნძულების აღწერისას. ამიტომ არნო-ლინდე აკეთებდა დასკვნას ოროზის ბრიტანული წარმოშობის შესახებ.

პირველად ოროზიუსი ისტორიულ სცენაზე გამოჩნდა 414 წელს, როცა ის გიპონში ნეტარ ავგუსტინესთან ჩავიდა. მისი გამგზავრების მიზანი იყო გაერკვია „ეკლესიის მასწავლებელთან“ ერისიარხ პრისცილინიანთან დაკავშირებული სადავო მომენტები, რომლებსაც ოროზიუსმა ფორმულირება გაუკეთა თავის პირველ ნაშრომში „ორიგენისტების და პრისცილიანების წინააღმდეგ“, ამ ყველაფერში კი მას მხარი დაუჭირა ნეტარმა ავგუსტინმა.

ამის შემდეგ ოროზიუსი ნეტარი ავგუსტინეს რჩევით და რეკომენდაციით მიემართება ნეტარ იერონინთან, ბეით-ლაჰმში, სადაც მოხვდება პელაგიასთან და მის დოქტრინასთან ბრძოლის გულში.

411 წელს პელაგიას მომხრეები კარფაგენის ტაძარში გამაგრების შემდეგ პალესტინაში გამაგრდნენ, სადაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

415 წელს იერუსალიმში, ტაძარში, სადაც განიხილებოდა ბრალდება პელაგიას წინააღმდეგ, ოროზიუსი დადგა ბრალმდებლის მხარეს, კერძოდ წაიკითხა ნეტარი ავგუსტინეს წერილი „პელაგიანიზმის“ წინააღმდეგ, რომელზეც პელაგიამ ცნობილი პასუხი გასცა „ვინ არის ჩემთვის ავგუსტინი?!“, მაგრამ ორთოდოქსევის პოზიციამ ვერ ჰპოვა სათანადო მხარდაჭერა და პელაგიას მოეხსნა ბრალდება. ოროზიუსმა ამას თხზულებით უპასუხა „აპოლოგეტიკა პელაგიანთა წინააღმდეგ“.

ამის შემდეგ ოროზიუსი ბრუნდება ჩრდილოეთ აფრიკაში, მას გზად მიაქვს იერუსალიმის ეპისკოპოსის წერილები პაპ ინოკენტი პირველთან და იერონიმის წერილი ნეტარი ავგუსტინესთვის. დაბრუნებისას ოროზიუსი სახლდება კართაგენში, სადაც ერთი წლის მანძილზე თავისი სიცოცხლის ძირითად ნაშრომებს წერს „ისტორია წარმართების წინააღმდეგ“. წიგნის დამთავრებისას 417 წლის შემოდგომაზე პაულუს ოროზიუსი მიემართება ბალეარის კუნძულებზე.

კუნძულზე მცირე დროის გატარების შემდეგ 418 წლის დასაწყისში ის კვლავ მიემართება აფრიკაში, ამის შემდეგ ოროზიუსი აღარ ჩნდება ქრისტიან სწავლულებში და აღარც მის სხვა ნაწარმოებებზე გვაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზეც კეთდება დასკვნა, რომ ოროზიუსი მალევე გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118590251 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  3. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.