პატარძეულის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პატარძეულის წმინდა ნინოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილოეთით, ოთხიოდე კილომეტრზე, წმინდა გიორგის ეკლესიის დასავლეთით, დაახლოებით 100 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო (5,1x3,8 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობაში გამოყენებულია ლოდებიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ფასადებზე საპირე წყობის მნიშვნელობანი ნაწილი. კედლები ბევრ ადგილას დაბზარულია. დანგრეულია სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთი და მის ზემოთ კამარის ნაწილი. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე. სახურავზე ამოსულია მცენარეები. გარედან ეკლესიის კედლები 0,7-1 მეტრ სიმაღლეზე, მიწითა და ქვებითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის წყობის ქვედა ნაწილი). საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ბოლოში, იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, პატარა, კვადრატული ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი, ქარგილზე სხმული, შეისრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]