პატაგონიის ანდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პატაგონიის ანდები
Monte San Valentin-- mas alto en Patagonia. (25516253955).jpg
კოორდინატები: 46°35′42″ ს. გ. 73°20′45″ დ. გ. / 46.59500° ს. გ. 73.34583° დ. გ. / -46.59500; -73.34583
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
არგენტინის დროშა არგენტინა
უმაღლესი წერტილი სან-ვალენტინი
სიმაღლე 4058 
ფართობი 295 542 კმ²
სიგრძე 1364 კმ
სიგანე 379 კმ
პატაგონიის ანდები — ჩილე
პატაგონიის ანდები

პატაგონიის ანდები (ესპ. Andes patagónicos) — სამხრეთ ამერიკის ანდების უკიდურესი სამხრეთი დაბოლოება. ვრცელდება ჩილესა და არგენტინაში, ს. გ. 39°-დან სამხრეთით. მისი სიმაღლე 2-3 ათასი მეტრია. დამახასიათებელია აქტიური სეისმური მოძრაობები და ვულკანიზმი. გაბატონებულია ძლიერ ნოტიო და გრილი ზომიერი ჰავა. ყველაზე თბილი თვის — იანვრის ტემპერატურა +11,+12 გრადუსია, ხოლო ზამთრის +7, +8°. ნალექების რაოდენობაა წელიწადში 5000 მმ-ზე მეტი. მცენარეულობა ქვედა სარტყელში მძლავრი და გაუვალი მარადმწვანე ტყეებით (ჰემიჰილეებით) არის წარმოდგენილი. აქ ხემცენარეების სიმაღლე 50-60 მეტრს აღწევს. ბუნებრივი პირობები მცენარეულობის განვითარებისთვის ძალზე ხელსაყრელია.

ზღვის დონიდან 300-400 მეტრზე მარადმწვანე ტყეებში ფოთოლმცვენი სახეობები ჩნდება, 600 მეტრიდან იწყება მეჩხერი და ტანბრეცილა ტყეები, ხოლო 800 მეტრიდან — მთის ტუნდრა. პატაგონიის ანდებში მყინვარები 1400-1500 მეტრიდან იწყება, ხოლო უფრი სამხრეთით, ცეცხლოვანი მიწის რეგიონში, ოკეანის დონემდე ეშვებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]