შინაარსზე გადასვლა

პანკრატი ტავრომენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატი.
პანკრატი ტავრომენელი

პანკრატი ტავრომენელის წამება (ათონი, დიონისიატი. 1547 წ.)
დაიბადა I საუკუნე
ანტიოქია
გარდაიცვალა 40
Taormina
ხსენების დღე 9 ივლისი
მოღვაწეობა კათოლიკე მღვდელი

ეპისკოპოსი პანკრატი ტავრომენელი, პანკრატი ანტიოქიელი (ძვ. ბერძნ. Ὁ Ἅγιος Παγκράτιος ὁ Ἱερομάρτυρας Ἐπίσκοπος Ταυρομενίας — „წმინდა მღვდელმოწამე პანკრატი, ტავრომენელი ეპისკოპოსი“; I საუკუნე) — მღვდელმოწამე, წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფე, ტავრომენელი ეპისკოპოსი. მართლმადიდებელ ეკლესიაში, მისი ხსენების დღეებია: 22 თებერვალი და 22 ივლისი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანკრატის მშობლები იყვნენ ანტიოქიიდან. მამამისი ჯერ კიდევ იესო ქრისტეს ჯვარცმამდე იყო ქრისტეს მოძღვრების მიმდევარი, რომელიც მთელ თავის ოჯახთან ერთად ანტიოქიაში მოინათლა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეწეოდა განმარტოებით ცხოვრებას. კილიკიაში ტავრომენიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.

მისი ცხოვრების აღწერის მიხედვით, მას ეკუთვნის ტაორმინაში პირველი ტაძრის აგება და ქალაქის ქრისტიანობაზე მოქცევა. განრისხებულმა კერპტთაყვანისმცემლებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს მის მიერ ქრისტიანობი გავრცელება ქვებით ჩაქოლეს.

მისი წმინდა ნაწილები ინახება რომში მისი სახელობის ეკლესიაში.

თანამედროვე ტაორმინაში არის მისი სახელობის ტაძარი.

პანკრატი ტავრომენელის ეკლესია ტაორმინაში

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წმინდა პანკრატი მოხსენიებულია წმინდა ბაგრატად.

ვიკიციტატა
„ხოლო ბაგრატ უმთავრეს მათსა იყო სიბრძნითა, სახითა, და სიქველითა და ყოვლითა ღმრთისმსახურებისა სისრულითა. რამეთუ მსგავსი იყო წინაჲსწარმეტყველისა დავითისი და ნეტარისა ბაგრატ მოციქულისა და მღდელმოწამისა, მოწფისა წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ, ყოვლითავე კეთილად-მსახურებითა. და მადლითა ქრისტეჲსითა განდიდნა მეფობაჲ სამთა მათ ძმათა ხელმწიფეთაჲ.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]