პავლე შილინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პავლე შილინგი
Pavel Shilling.jpg
დაბ. თარიღი 5 (16) აპრილი 1786
დაბ. ადგილი ტალინი[1]
გარდ. თარიღი 25 ივლისი (6 აგვისტო) 1837 (51 წელი)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი Q4349855?
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის ორდენი და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

პავლე შილინგი (დ. 16 აპრილი [ ძვ. სტ. 5 აპრილი], 1786, რიველე (ახლანდელი ტალინი) — გ. 6 აგვისტო [ ძვ. სტ. 25 ივლისი ],1837, პეტერბურგი) — ესტონელი მეცნიერი, გამომგონებელი და დიპლომატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლე შილინგი დაიბადა თავადაზნაურის ოჯახში ქალაქ რიველეში (ტალინი) 1786 წელს. 1802 წელს პ. შილინგმა დაამთავრა პეტერბურგის პირველი საკადეტო კორპუსი და გენერალურ შტაბში ჩაირიცხა. 1803 წელს შილინგი გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სამუშაოდ გაგზავნეს მიუნჰენში, სადაც იგი გაეცნო ელექტროქიმიური ტელეგრაფის გამომგონებელს ს. ზემერინგს.პავლე მონაწილეობდა მის ცდებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1812 წელს ომის დაწყებისას შილინგმა მუშაობა სამხედრო საქმეში დაიწყო, მან დაამუშავა წყალქვეშა ნაღმის ელექტროდენით აფეთქების მეთოდი.

ელექტორომაგნიტური ტელეგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა სახის სამხედრო-დიპლომატიური დავალებების შესასრულებლად შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. 1832 წელს პეტერბურგში დაბრუნდა და დაასრულა ელექტრომაგნიტურისრიანი ტელეგრაფის შექმნა. ამავე წელს შილინგმა პირველი ელექტრონული ტელეგრაფის ხაზი გაიყვანა ზამთრის სასახლესა და გზათა სამინისტროს შენობას შორის.

მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა პავლეს ელექტრომაგნიტურ ტელეგრაფს. მანვე შექმნა იზოლირებული სადენები. 1827 წელს შილინგი აირჩიეს პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. მსოფლიოში ტელეგრაფის სადენები გაყვანილ იქნა პავლე შილინგის გარდაცვალების შემდეგ 1839 წლის 7 აგვისტოს.

პავლე შილინგი გარდაიცვალა 1927 წელს პეტერბურგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]