ოფუ-ოლოსეგა
მშობ. სახელი: ინგლ. Ofu | |
---|---|
ოფუ-ოლოსეგას რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°10′30″S 169°37′05″W / 14.175° ს. გ. 169.618° დ. გ. |
ფართობი | 12,378 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 639 მ |
ამერიკის სამოა | |
ოლქი | მანუა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 353 (2010) |
სიმჭიდროვე | 28,518 ად. /კმ² |
ოფუ (ინგლ. Ofu) და ოლოსეგა (ინგლ. Olosega) — ორი კუნძული, უპირატესად განიხილება როგორც ერთი და მდებარეობს სამოას არქიპელაგის მანუას კუნძულებში. ამერიკის სამოას შემადგენელი ნაწილია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფუს და ოლოსეგას კუნძულები ჩამოყალიბდა ორი ერთმანეთთან შეერთებული ბაზალტური მრავალჯერ ამოფრქვეული თხევადი ლავების ვულკანებისგან. კუნძულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო ასაგას სრუტით, მაგრამ შეერთებულია ხიდით და გარშემორტყმულია ერთი მარჯნის რიფით. ოფუ მდებარეობს მის დასავლეთ ნაწილში, ოლოსეგა — აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულ ოფუს ფართობი შეადგენს 7,215 კმ²-ს, ოლოსეგასი — 5,163 კმ²-ს. ოფუს უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა ტუმუტუმუ (491 მეტრი), ოლოსეგასი — მთა პიუმაფუა (639 მეტრი).
ოფუს სამხრეთი სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის სამოას ეროვნული პარკის ნაწილია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1721 წელს კუნძულები აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს კუნძულ ოფუს მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 176 ადამიანი, ოლოსეგასი — 177 ადამიანი.[1] ოფუს კუნძული ქმნის მანუას ოლქის ოფუს რაიონს, ხოლო ოლოსეგას კუნძული — მანუას ოლქის ოლოსეგას და სილის რაიონებს.
ოფუს კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტი მდებარეობს დასავლეთ სანაპიროზე. ოფუზე მოქმედებს მცირე აეროდრომი, არსებობს უბე. ოლოსეგას მთავარი დასახლებული პუნქტებია — სოფლები ოლოსეგა და სილი.