ოუშენის რვა მეგობარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოუშენის რვა მეგობარი
რეჟისორი გერი როსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
  • გერი როსი
  • ოლივია მილჩი
ეფუძნება ჯორჯ კლეიტონ ჯონსონისა და ჯეკ გოლდენ რასელის პერსონაჟებს
როლებში
მუსიკა დენიელ პემბერტონი
ხმის ოპერატორი ეიგილ ბრილდი
მონტაჟი ჯულიე ველფლინგი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • ივნისი 5, 2018 (2018-06-05) (Alice Tully Hall)
  • ივნისი 8, 2018 (2018-06-08) (აშშ)
ხანგრძლივობა 110 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 297.7 მილიონი აშშ დოლარი[3]

„ოუშენის რვა მეგობარი“ (ინგლ. Ocean's 8) — 2018 წლის ამერიკული კომედიური კრიმინალური ფილმი, რომლის რეჟისორია გერი როსი, სცენარსიტები არიან ოლივია მილჩი და გერი როსი, ხოლო პროდიუსერები — სტივენ სოდერბერგი და სიუზენ ეკინზი, დისტრიბუცია გაუწია Warner Bros. Pictures-მა. ეს არის სტივენ სოდერბერგის 2001 წლის ფილმის „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ სპინოფი, სადაც მონაწილეობენ: სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი, ენ ჰეთეუეი, მინდი კალინგი, სარა პოლსონი, კავაფინა, რიანა და ჰელენა ბონემ კარტერი. ფილმის სიუჟეტი ვითარდება ქალთა ჯგუფის გარშემო, რომელიც, დები ოუშენის მეთაურობით (დენი ოუშენის და), გეგმავს 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულის მოპარვას მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიდან.

„ოუშენის ცამეტი მეგობრის“ გამოსვლის შემდეგ 2007 წელს, სოდერბერგმა განაცხადა, რომ იგი არ გეგმავდა მეოთხე ფილმის გადაღებას.[4] მიუხედავად ამისა, 2015 წელს დაანონსდა რიგით მეოთხე ფილმი სერიიდან.[5] გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის 25 ოქტომბრიდან[6][7] 2017 წლამდე მანჰეტენის ტერიტორიის გარშემო.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2018 წლის 5 ივნისს Alice Tully Hall-ში, ნიუ-იორკში. აშშ-ის თეატრებში გამოვიდა პრემიერიდან სამი დღის შემდეგ. ფილმს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[8] იგი აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, რომლის შემოსავალმა 297.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგია 69% (323 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[9] 2018 წლის 11 სექტემბერს ფილმი გამოვიდა DVD, Blu-ray და 4K UHD ფორმატებში.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Film releases. Variety Insight. Penske Media Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 18, 2017. წაკითხვის თარიღი: 31 ოქტომბერი, 2016.
  2. OCEAN'S 8 - British Board of Film Classification.
  3. 3.0 3.1 Ocean's 8 (2018). Box Office Mojo. IMDb. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2018.
  4. Steven Soderbergh Says No 'Ocean's 14'. MovieWeb. Watchr Media (21 აგვისტსო, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 ივლისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი, 2014.
  5. Perez, Rodrigo. “Exclusive: All-Female ‘Ocean’s Eleven’ In The Works Starring Sandra Bullock, With Gary Ross Directing“, IndieWire, Penske Business Media, 29 ოქტომბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 ნოემბერი, 2015. 
  6. First Photos from the Set of Ocean's 8! - ComingSoon.net“, ComingSoon.net, CraveOnline Media, 25 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 ოქტომბერი, 2016. 
  7. Oceans Ocho. Directors Guild of America]]. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: December 20, 2016.
  8. Shoard, Catherine. “Ocean's 8 stars blame dominance of male critics for film's mixed reviews“, |Guardian News and Media, 15 ივნისი, 2018. წაკითხვის თარიღი: 16 ივნისი, 2018. 
  9. Ocean's 8 (2018). Rotten Tomatoes. Fandango. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  10. Evry, Max. (11 სექტემბერი, 2018) September 11 Blu-ray, Digital and DVD Releases. Comingsoon.net. წაკითხვის თარიღი: 24 ოქტომბერი, 2018.