შინაარსზე გადასვლა

გერი როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერი როსი
მშობლიური სახელი Gary Ross
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1956 (1956-11-03) (67 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1]
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი პენსილვანიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 1986-დღემდე
შვილ(ებ)ი 2

გერი როსი (ინგლ. Gary Ross; დ. 3 ნოემბერი, 1956)[2]ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

იგი ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით: „პლეზენტსვილი“ (1998), „ფავორიტი“ (2003), „შიმშილის თამაშები“ (2012) და „ოუშენის რვა მეგობარი“ (2018).[3] ის აგრეთვე არის ფილმების „დიდი“ (1988) და „დეივი (1993) სცენარის ავტორი. მიღებული აქვს ოსკარის ოთხი ნომინაცია.

წელი ქართულად მშობლიური სახელი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
1988 „დიდი“ Big არა დიახ დიახ
1992 „მისტერ ბეისბოლი“ Mr. Baseball არა დიახ არა
1993 „დეივი“ Dave არა დიახ არა
1994 „ლესი“ Lassie არა დიახ არა
1997 „სასამართლო პროცესი და შეცდომა“ Trial and Error არა არა დიახ
1998 „პლეზენტსვილი“ Pleasantville დიახ დიახ დიახ
2003 „ფავორიტი“ Seabiscuit დიახ დიახ დიახ
2008 „დესპეროს თავგადასავალი“ The Tale of Despereaux არა დიახ დიახ
2012 „შიმშილის თამაშები“ The Hunger Games“ დიახ დიახ არა
2016 „ჯოუნსის თავისუფალი შტატი“ Free State of Jones დიახ დიახ დიახ
2018 „ოუშენის რვა მეგობარი“ Ocean's 8 დიახ დიახ არა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cheat Sheet: Gary Ross. Bestforfilm. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2013.
  2. Gary Ross Bio. Tribeca Film Festival. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2013.
  3. Interview: Gary Ross breathes his life into 'Pleasantville'. CNN (12 ოქტომბერი, 1998).