ორთულდაღი
იერსახე
| ორთულდაღი | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°08′02″ ჩ. გ. 43°41′12″ ა. გ. / 41.13389° ჩ. გ. 43.68667° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე შირაკის პროვინცია |
| სიმაღლე | 2447 მ |
| ქედი | ნიალისყურის ქედი |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტი |
ორთულდაღი, შუამთა — მთა საქართველოსა და სომხეთში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და შირაკის პროვინციის საზღვარზე. მდებარეობს ნიალისყურის ქედის თხემზე, ჯავახეთის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან — 2447 მ. აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტებით. გუმბათისებრი, სუსტად დანაწევრებული და დამრეცკალთებიანია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.