ორბეთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბეთი.
ორბეთის ციხე (ხედი სოფ. ორბეთიდან)

ორბეთის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ქვემო ქართლში (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ალგეთის ხეობის მაღალ და მიუვალ კლდეზე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნის 30-იან წლებში. ორბეთის ციხე ბატონობდა ალგეთის ხეობის შუა წელზე, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც თრიალეთსა და სამშვილდეს თბილისთან აკავშირებდა. ორბეთის ციხის მფლობელი ბატონობდა „ორბეთის ძირის სოფლებზე“, რაც ვარაუდით მოიცავს ალგეთის ხეობის შუა წელს ბირთვისისა და ფარცხისის ციხეებიანად, ამიტომ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ალგეთის ხეობის ერთ ნაწილს „ორბეთის ქვეყანა“ უნდა რქმეოდა, ციხისა და მხარის მფლობელს კი — ორბელი. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) ორბეთის ციხე შეცდომით სამშილდესთან ჰქონდა გაიგივებული. ორბეთის ციხის ნაგებობებიდან ყველაზე კარგადაა შემორჩენილი წმ. გიორგის ეკლესია (X ს.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოდრია თ., ქსე, ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984