ორანესტადი (სინტ-ესტატიუსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ორანესტადი
(ნიდერლ. Oranjestad
Admin. Residence.jpg
Gezaghebber - ლეტენატ-გუბერნატორის აღდგენილი რეზიდენცია
გერბი
Sint Eustatius wapen.svg

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
კოორდინატები 17°29′00″ ჩ. გ. 62°59′00″ დ. გ. / 17.48333° ჩ. გ. 62.98333° დ. გ. / 17.48333; -62.98333
დაარსდა 1893
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 1021 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-4
ორანესტადი (სინტ-ესტატიუსი) — ნიდერლანდები
ორანესტადი (სინტ-ესტატიუსი)

ორანესტადი ((ნიდერლ. Oranjestad) ნიდერლანდურიდან თარგმანში: ნარინჯისფერი დასახლება) — სინტ-ესტატიუსის დედაქალაქი, კარიბის ნიდერლანდებში. ის არის მცირე დასახლება, დაახლოებით 1000 მაცხოვრებლით.

ორანესტადი ისტორიული პორტია. ის შეიძლება გაიყოს ორ ძირითად სექტორდ: ქვემო დასახლება, სანაპიროს გასწვრივ, კოლონიური ხანის ნანგრევებით და ზემო დასახლება, სადაც არის აღდგენილი ისტორიული ცენტრი და კუნძულის მთავარი სავაჭრო-საცხოვრებელი უბანი.

ორანესტადის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა XVII საუკუნის ფორტი — ორანჯი. ფორტს აქვს ზარბაზნები, საფორტიფიკაციო ნაგებობები და შიდა ეზო. ფორტთან ახლოს არის მუზეუმი, დასავლეთი ნახევარსფეროს უძველესი სინაგოგის ნანგრევები და ებრაელთა სასაფლაო.

ისტორიულ ნაწილში ასევე არის 1755 წელს აგებული ნიდერლანდური რეფორმისტური ეკლესიის ნანგრევი და აღგენილი საცხოვრებელი სახლები, მათ შორის Gezaghebber (ლეტენანტ-გუბერნატორის ყოფილი რეზიდენცია).

ქალაქში არის სინტ-ეტატუსის სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც დაახლოებით 100 სტუდენტი სწავლობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]