შინაარსზე გადასვლა

ონის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონის სინაგოგა
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა იუდაიზმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ფუნქციური სტატუსი არ ფუნქციონირებს
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1895
ონის სინაგოგა ვიკისაწყობში

ონის სინაგოგა (ებრ. בית הכנסת הגדול של טביליסי) — უმოქმედო სინაგოგა ონში, რომელიც 1895 წელსაა აგებული. მდებარეობს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე.

არქიტექტურის დეტალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ონის სინაგოგა

სინაგოგა აიგო ეკლექტიზმის სტილში 1895 წელს. საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ. სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი, დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ.

სინაგოგას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]