დავითის ვარსკვლავი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დავითის ვარსკვლავი}} |
დავითის ვარსკვლავი (ებრ. מָגֵן דָּוִד — მაგენ დავიდ, „დავითის ფარი“; იდიშში გამოითქმის როგორც მოგენდოვიდი) — ექვსკუთხა ვარსკვლავის, ჰექსაგრამის ფორმის ემბლემა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედი ერთმანეთზეა.
დავითის ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის მისი ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო.
ლეგენდის თანახმად, ეს სიმბოლო გამოსახული იყო მეფე დავითის მეომრების ფარებზე, მისი მეორე ვარიანტი პენტაგრამა (ხუთკუთხა ვარსკვლავი), ცნობილია „სოლომონის ბეჭდის სახელით“, თუმცა ამ პენტაგრამების კავშირი მეფე სოლომონის სახელთან (ისევე როგორც ჰექსაგრამის — მეფე დავითთან) დამტკიცებული არ არის და ითვლება შუასაუკუნეების ერთ-ერთ ლეგენდად.