შინაარსზე გადასვლა

ოლონხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლონხო (რუს. Олонхо́, იაკუტ. Олоҥхо) — იაკუტების საგმირო ზღაპარი და თურქულენოვანი ხალხების ერთ-ერთი უძველესი ეპოსი. ეს ტერმინი ასევე გამოიყენება იაკუტების ეპოსურ ტრადიციების აღსანიშნავადაც.

სახას რესპუბლიკაში ოლონხოს დღემდე ასრულებენ. პოემა სრულდება ორი მონაწილის: მომღერალის და ამბის მომყოლის მიერ ორ ნაწილად. მომღერალი მთხრობელის რეჩიტატივის პარალელურად ლექსად ყვება ამბავს. მთხრობელს უნდა გააჩნდეს კარგი სამსახიობო და იმპროვიზაციის ნიჭი.[1] ეპოსი ძირითადად შედგება ანტიკური მეომრების, ღვთაებების, სულების და ცხოველების შესახებ ლეგენდებისაგან, თუმცა გვხვდება ისეთი თემებიც როგორიცაა მომთაბარე ცხოვრების წესის მოშლა. ოლონხო მოიცავს დაახლოებით 10000-20000 ლექსს[2] და შვიდი ღამის განმავლობაში იმღერება.

ტრადიციულად ყველა თემს ჰყავდა თავისი მთხრობელი. ტრადიცია წარმოიშვა ოჯახურ გარემოში გართობის და ასევე განათლების მიზნისთვის. იაკუტების რწმენით ის ასევე იცავდა დაავადებებისგან.

XXI საუკუნის ტექნოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებები საფრთხის ქვეშ აყენებს ოლონხოს ტრადიციის არსებობას. თუმცა 1980-იანი წლების შემდეგ ოლონხოს ტრადიციის მიმართ ინტერესი იზრდება.

ოლონხო ასოცირდება თურქულ ზმნა "ოლმახ"-თან, რაც ყოფნას აღნიშნავს[3] და მომდინარეობს ძველი თურქული "ოლონ"-იდან[1] რაც თავისმხრივ საგას აღნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Olonho Metinlerinin Derlenmesi ve Yayınlanması, Metin Ersöz, Gazi Üniveritesi, Süreli Yayın (თურქული)
  2. Olonkho Metinlerinin Toplanması ve Araştırılması, Fatih Kirişçioğlu დაარქივებული 2014-02-21 საიტზე Wayback Machine. (თურქული)
  3. Türk Söylence Sözlüğü (Turkish Mythology Dictionary), Deniz Karakurt, (OTRS: CC BY-SA 3.0)